სალაჰი, მბაპე, პოგბა... - 5 ტოპ ვარსკვლავი „რეალში“

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მადრიდის „რეალში“ 5 ტოპ ვარსკვლავის მოყვანა საკმაოდ რეალურია და ფლორენტინო პერესმა სერიოზული მუშაობა დაიწყო.


მუჰამედ სალაჰი „ლივერპულიდან“ მიდის. ეგვიპტელ ფეხბურთელს პრემიერლიგაში დარჩენა აღარ სურს და მისთვის „რეალში“ გადასვლის ვარიანტი სავსებით მისაღებია.

კილიან მბაპესთან დაკავშირებით საფრანგეთში არაერთი სიახლე გავრცელდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, მბაპემ „პსჟ“-ს ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ წლიურად 36 მილიონი ევრო მოსთხოვა და უარი მიიღო, სწორედ ამიტომ მხარეებს შორის ახალი შეთანხმება აღარ შედგება და კილიანის დამატება ახლა ისე რეალურია, როგორც არასდროს.

გარდა აღნიშნული ფეხბურთელებისა ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება პოლ პოგბას ტრანსფერის შესახებ. მეტიც, ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, ფლორენტინო პერესი „მანჩესტერს“ 70 მილიოანი წინადადებით ესაუბრა, რაც ინგლისური მხარისტვის მისაღებია.

ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობას დავიდ ალაბას გამადრიდელებაზეც, რომელიც გუნდს უფასოდ შეუერთდება, თუმცა სამეფო კლუბის გარდა ავსტრიელზე „ბარსელონა“, „სიტი“ და „პსჟ“ აცხადებენ პრეტენზიას.

და ბოლოს, ისევ ერლინგ ჰოლანდი. ფლორენტინო პერესს ნორვეგიელის დამატება 2022 წელს ჰქონდა განზრახული, მაგრამ „დორტმუნდის“ ფინანსური კრიზისი მის გაყიდვას აჩქარებს, „რეალი“ კი იძულებულია, რომ მოთამაშე არავის დაუთმოს და მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში წარმართოს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (174)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)