პერესის ინტერვიუ

"მადრიდის რეალის" პრეზიდენტი ესტუმრა "Antena 3"–ის სტუდიას, სადაც პირდაპირ ეთერში პასუხობდა გულშემატკივრების მიერ დასმულ კითხვებს. კითხვები კი ძირითადად მაურინიოს ეხებოდა.


- თუ მოგეცემოდათ იმის საშუალება, რომ "ატლეტიკოს" რამდენიმე ფეხბურთელი გეყიდათ, რომელს აირჩევდით?

- აგუეროს და ფორლანს–ეს უძლიერესი ფეხბურთელთა დუეტია, რომლებითაც "ატლეტიკოს" გულშემატკივრები უნდა ამაყობდნენ.

- მოიგებს თუ არა ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატს?

- ჩვენ საუკეთესო ნაკრები გვყავს. ევროპის თასმა ჩვენს ფეხბურთელებს უფრო მეტი თვითდაჯერებულობა შემატა.

- შეიძლება თუ არა, რომ 10-15 წელიწადში "ვალდებაბასზე" აშენდეს ახალი "ბერნაბეუ", რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი სტადიონი იქნება?

- თვითონ ვალდებაბასის ფართი 120 ჰექტარამდეა. შესაბამისად საკმაოდ დიდი ფართობია უდიდესი სტადიონის ასაშენებლად. მაგრამ "ბერნაბეუ" ჩვენი საუნჯერა, რომელიც მადრიდის გულში მდებარეობს. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ აქ 200 მლნ/ ევრომდე ჩავდეთ და ვაპირებთ რომ კიდევ ამდენივეს ინვესტირება მოვახდინოთ .

- მაურინიოს მოსვლის შემდეგ შეიცვლება თუ არა "რეალის" სათამაშო სტილი?

- "რეალის" მიზანი მოგებაა, რომელსაც თან სანახაობრივი თამაში უნდა ახლდეს. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მაურინიოს დროსაც.

- შეიძენთ თუ არა გიურკუფს?

- ბევრი ამბობს, რომ ის მეორე ზიდანია. ეს ის ფეხბურთელია, რომელსაც კლუბი თვალს ადევნებს, ისევე როგორც სხვა ახალგაზრდა ტალანტებს.

- რას ფიქრობთ , შეუძლია თუ არა კაკას გახდეს "რეალის" ლიდერი?

- კაკას ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებდით. მას ტრავმების გამო არ გაუმართლა. მაგრამ მომდევნო სეზონში ისს ჩვენი დასაყრდენი იქნება.

- შეძლებთ თუ არა რუნისა და რიბერის ყიდვას?

- რიბერი– არა, ვინაიდან მან ახლახანს გაახანგრძლივა კონტრაქტი "ბავარიასთან", ხოლო რუნის ადგილას ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს.

- რა ელის გუტის?

- ის ფეხბურთელია, რომეელიც მადრიდშია 11 წლიდან და მას გულშემატკივრები უდიდეს პატივს სცემენ. არდადეგების შემდეგ ჩვენ მას დაველაპარაკებით და ვნახავთ, თუ რა გამოვა.

- სიმართლეა თუ არა, რომ თქვენ დაელოდებით აგვისტოს ტრანსფერების განსახორციელებლად?

- ჩვენ დრო 31 აგვისტომდე გვაქვს. რა თქმა უნდა, აუცილებელი არაა ბოლო წუთამდე საქმის მიტანა, მაგრამ არც სიჩქარეშია რამე სახეირო. ადეკვატურ დროს უნდა დაველოდოთ, რომ შეცდომა არ დავუშვათ და ფასებიც შესაბამისი რომ იყოს.

- რატომ არ ყიდულობთ უფრო მეტ ესპანელს, მაგ: სილვას და ნავასს?

- ამ წუთისთვის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ჩვენ შვეიძინეთ, ეს კანალესია. წინა წელსაც დავამტკიცეთ, რომ "რეალი" ესაა საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელებისა და ესპანელებისგან შემდგარი კლუბი.

- ფიქრობთ, თუ არა, რომ ვალდანო შეძლებს კლუბში მუშაობას, მას შემდეგ, რაც მან განაცხადა მაურინიოზე?

- ამის შესახებ ჩვენ კრებაზე ვიღებთ გადაწყვეტილებას და მინდა გითხრათ, რომ ვალდანო ძალზედ მოხარულია მაურინიოსთან შემდგომი თანამშრომლობის გამო.

- რა ელის რაულს?

- რაული– ეს კლუბის ნაწილია და მოხდება ის, რასაც თავად ისურვებს. არდადაგების შემდეგ ის საკუთარ გადაწყვეტილებას გაგავაცნობს, რასაც ჩვენ მივიღებთ. ეს მისი სახლია და ასე იქნება მუდამ.

- რამდენი ვარსკვლავის შეძენას აპირებ კიდევ?

- ჩვენ უკვე გვყავს ვარსკვლავები. ჩვენ ორ ან სამ დიდი ფეხბურთელსაც მოვიწვევთ, რომ მთლიანად დავაკომპლექტოთ შემადგენლობა.

- შეიძენთ თუ არა მესის?

- მესი–კრიშტიანუს შემდეგ მეორე საუკეთესო ფებხურთელია, ამიტომ არაა კარგი, როცა ერთ კლუბშ ასეთი ფეხბურთელები ერთად თამაშობენ.

- შეძლებთ თუ არა ნავასისა და დი მარიას შეძენას?

- მე ისინი ძალიან მომწონს, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია.


წყარო: AS
dle 10.1

  • shvela
  • 11 ივნისი 2010
  • 1690
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)