მადრიდული დერბი - ბოლო დროს სიმეონეს ძალიან უჭირს!

პრე-სეზონის ფარლგებში „ატლეტიკოსთან“ წაგებული 3-7 ყველას კარგად ახსოვს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ გუნდებმა რამდენიმე ოფიციალური მატჩი გამართეს, სადაც „როხიბლანკოს“ საშინლად უჭირს და ვერანაირ შედეგს ვერ აღწევს...


წლევანდელ სეზონშიც მადრიდის „რეალმა“ თითქოსდა შეუჩერებელი „ატლეტიკოს“ განეიტრალება ძალიან მარტივად მოახერხა და გამარჯვებას მიაღწია.

დიახ, ხვალ საჩემპიონო მატჩია. „რეალში“ კარგად ესმით, რომ თუნდაც ფრის შემთხვევაში, საჩემპიონო შანსები ფაქტობრივად ნულდება, ამიტომ გამარჯვება აუცილებელია.

სამეფო კლუბი უამრავი პრობლემის მიუხედავად, „მეტროპოლიტანოზე“ გამარჯვებისთვის გავა და შანსის შენარჩუნებას ეცდება.

რაც შეეხება ციფრებს. შარშანდელ სეზონში ლა ლიგის ეგიდით ორი მადრიდული დერბი ჩატარდა, სადაც „რეალმა“ ერთი მატჩი ფრედ 0-0 დაასრულა, ხოლო მეორე 1-0 მოიგო, მიმდინარე სეზონშიც ზიზუს გუნდის კარი „როხიბლანკოსთვის“ აუღებელია.

ფაქტია, რომ „როხიბლანკოელებს“ „რეალთან“ არამხოლოდ ქულის აღება, არამედ გოლის გატანაც უჭირთ.

ახლა სრულიად მადრიდი დერბიზეა მობილიზებული, თუმცა ყველა თანხმდება, რომ „რეალს“ უფრო მეტად სჭირდება მოგება, ვიდრე „ატლეტიკოს“.

სიმეონეს გუნდის მოგების შემთხვევაში, „რეალთან“ სხვაობა 8 ქულამდე გაიზრდება და ამასთად ერთად „ატლეტიკოს“ 1 მატჩი რეზერვში ექნება, რაც პოტენციურად 11 ქულას ნიშნავს. 11 ქულის აღმოფხვრა კი ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება.

ყაიმის შემთხვევაში, გუნდებს შორის სხვაობა 5 ქულა დარჩება, თუმცა საქმეს ის სარეზერვო მატჩი ართულებს, რომელიც „ატლეტიკოს“ აქვს ჩასატარებელი. გამოდის, რომ 8 ქულიანი ჰანდიკაპის საშუალება ჩოლოს გუნდს მაინც ექნება.

„რეალის“ გამარჯვების შემთხვევაში კი სხვაობა 2 ქულამდე შემცირდება და ვითარება უკიდურესად დაიძაბება მაშინაც კი, თუ დიეგოს გუნდი სარეზერვო დაპირისპირებას მოიგებს და 5 ქულიან სხვაობას აღადგენს. dle 10.1

  • Hala
  • 6 მარტი 2021
  • 761
  • 2

1

6 მარტი 2021 15:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 534
მოკლედ რთულადაა სიტუაცია რა. რეალს ესაჭიროება უეჭველი მოგება ატლეტიკოსთან და ასევე ბარსასთან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ატლეტიკომ უნდა წააგოს ასევე ბარსასთან და მერე შეიძლება ვისაუბროთ რამეზე, მაგრამ ბარსა ისეთი პოდლია, რომ დაუწვება ატლეტიკოს და თან ისედაც ძალიან უჭირს.

2

7 მარტი 2021 00:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
ციტატა: Tato.RM
მოკლედ რთულადაა სიტუაცია რა. რეალს ესაჭიროება უეჭველი მოგება ატლეტიკოსთან და ასევე ბარსასთან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ატლეტიკომ უნდა წააგოს ასევე ბარსასთან და მერე შეიძლება ვისაუბროთ რამეზე, მაგრამ ბარსა ისეთი პოდლია, რომ დაუწვება ატლეტიკოს და თან ისედაც ძალიან უჭირს.

100%

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (45)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)