კლოპმა შესაძლოა „ლივერპული“ დატოვოს, „რეალს“ ბოლო შანსი აქვს!

გერმანული გამოცემების ცნობით, იურგენ კლოპმა შეთავაზება მიიღო და შესაძლოა „ლივეპრულიც“ დატოვოს. მეტიც, გერმანელი სპეციალისტის შემცვლელად მერსისაიდელები იულიან ნაგელსმანს ასახელებენ, რომელიც „ლაიფციგის“ სათავეში დგას.


კლოპს გერმანიის ნაკრები ეპატიჟება. ბუნდესგუნდში თვლიან, რომ მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგ იოაჰიმ ლიოვს კარისკენ უნდა მიუთითონ.

თუ ცვლილება განხორციელდება, ეს 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის დასწულების შემდეგ უნდა მოხდეს.

ესპანური გამოცემები კი იუწყებიან, რომ აღნიშნული შანსის გამოყენებას მადრიდის „რეალიც“ ეცდება, ვინაიდან ხვდება, რომ კლოპის ნაკრებში დანიშვნის შემთხვევაში, ის წლების მანძილზე არ დატოვებს ეროვნულ გუნდს, ვინაიდან გერმანელები ყოველთვის გრძელვადიან პერსპექტივაზე აკეთებენ გათვლას.

ბუნდესნაკრებში „ბაიერნის“ ამჟამინდელი მწვრთნელის, ფლიკის დანიშვნაზეც მსჯელობენ, მაგრამ მასთან დაკავშირებით სიახლე არ არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზაფხულში ზიზუს წასვლის შემთხვევაში „რეალი“ კლოპის კანდიდატურას აქტიურად განიხილავს და ყველაფერს გააკეთებს, რომ იურგენი სამშობლოში დაბრუნების ნაცვლად მადრიდში წასვლას დათანხმდეს. dle 10.1

  • Ramos
  • 3 მარტი 2021
  • 7141
  • 1

1

3 მარტი 2021 12:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 775
გთხოვ პერეს კლოპი მოიყვანე და ოცნება ამისრულეე

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)