ზიდანი „რეალის“ პრეზიდენტს 5 ფეხბურთელის ყიდვას სთხოვს!

იმისათვის, რომ მადრიდის „რეალმა“ ძველი დიდება დაიბრუნოს, ზინედინ ზიდანს მოთხოვნები აქვს. აღსანიშნავია, რომ მადრიდში დაბრუნების დღიდან ფრანგ მწვრთნელს სატრანსფერო მოთხოვნებს არ უსრულებენ, თუმცა ახლა ვითარება იმდენად შეცვლილია, რომ პერესს სხვა გზა არ აქვს.


ზიზუს უპირველესი მოთხოვნა კილიან მბაპეა. ფრანგი სპეციალისტი თვლის, რომ „პსჟ“-სთან მოლაპარაკება რაც შეიძლება დროულად უნდა დასრულდეს და მბაპემ მადრიდული გუნდის მაისური მოირგოს.

ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ზინედინს პოლ პოგბა არ დავიწყებია და მას ისევ ხედავს საკუთარ გუნდში.

გარდაუვალია ცენტრალური მცველის დამატებაც, ზიდანის ფავორიტი დაიო უპამეკანო იყო, მაგრამ მან „ბაიერნისკენ“ აიღო გეზი. ამ ეტაპზე ყველაზე რეალურ ვარიანტად პაუ ტორესი განიხილება, დავიდ ალაბასთან დაკავშირებით კი სიახლეები არ არის ცნობილი.

სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი სერიოზულად ფიქრობს მარჯვენა ფრთაზეც და თვლის, რომ დანი კარვახალს ღირსეული შემცვლელი ესაჭიროება. თუ „ბლანკოსი“ აშრაფ ჰაკიმის დაბრუნებას ვერ შეძლებს, ალტერნატივებზე სერიოზულად უნდა იფიქროს.

და ბოლოს, ერლინგ ჰოლანდი, რომელიც პერესის სიმპატიაა, ზიზუსაც მოსწონს, თუმცა ფრანგი მიიჩნევს, რომ ამ ტრანსფერის 2022 წლისთვის გადაწევაც შეიძლება, ვინაიდან წინა ხაზში კარიმ ბენზემა სავსებით საკმარისია და თუ გუნდი მბაპესაც დაიმატებს, ძლიერ თავდასხმას ჩამოაყალიბებს. dle 10.1


1

2 მარტი 2021 21:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4883
აუცილებელია მარჯვენა და ცენტრალური მცველები, ასევე კაზემიროს შემცვლელი + მოდრიჩის შემცვლელი და მბაპე. ჰოლანდი 2022 შესაძლებელია.

2

2 მარტი 2021 21:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1339
ჰოლანდი არ უნდა დაიკარგოს ვინანებთ

3

2 მარტი 2021 22:40

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რეალი ამ ზაფხულს ვერცერთ დიდ ტრანსფერს ვერ განახორციელებს, ეს კომენტარი დაიმახსოვრეთ. გამორიცხულია ამ ფინანასური მდგომარეობის ფონზე, რაც რეალს აქვს ტოპ ფეხბურთელი იყიდოს. 10% ხელფასები დააკლეს მთელ გუნდს და კიდე 10% დაკლებაზე ლაპარაკობენ და თუ ასე უჭირს რეალს ამ ეტაპზე და ფეხბურთელები ამას დათანხმდნენ, როგორ ფიქრობთ რა რეაქცია იქნება გუნდში, როცა მბაპეში 180 მილიონს იხდი და 16 მილიონს ნიშნავ ხელფასს. ან ჰალანდში 100 ლიმონს იხდი და 90 მილიონს უნიშნავ ხელფასს. ლოგიკა ხომ გაქვთ?

4

2 მარტი 2021 22:54

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მოუყვანეთ ამას ხალხი და დადებს ისევ ლიგას იმენა გააწამეს მასტი რა გუნდი ყავს და ისიც ნახევარი ტრამვილებული

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)