მოლაპარაკებების პასუხი ცნობილია - სერხიო რამოსი!

ესპანური გამოცემების უახლეს ინფორმაციას იუწყებიან, რომელიც გუნდის კაპიტანს, სერხიო რამოსს ეხება. როგორც სჩანს, პრეზიდენტი პერესი დათმობაზე წავიდა, ვინაიდან მიხვდა, რომ გუნდის უდავო ლიდერის შეცვლა ურთულესი ამოცანა იქნება.


ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, რამოსი და ფლორენტინო პერესი 2 წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კაპიტანი „რეალის“ სადარაჯოზე 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

რაც შეეხება ფინანსურ დეტალებს. რამოსი ხელფასის სახით წლიურად 12 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თუ „რეალი“ შესაბამისი ციფრებით დაამტკიცებს, რომ გუნდის ეკონომიკური სტაბილურობა საფრთხისქვეშაა და ფეხბურთელების ხელფასების შემცირება კვლავ დღის წესრიგში დადგება, კაპიტანი 1.2 მილიონ ევროს მოიკლებს და მისი შემოსავლაი 10.8 მილიონი იქნება.

ესპანური გამოცემების ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება ოფიციალურად მალე დადასტურდება და კაპიტანი ახალ კონტრაქტს ხელს საზეიმო ვითარებაში მოაწერს. dle 10.1

  • Ramos
  • 27 თებერვალი 2021
  • 4866
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (56)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)