ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო ინფორმაცია „რეალში“

სამეფო კლუბის სამედიცინო შტაბს შესანიშნავი ამბები აქვს, რომელიც ტრავმირებულ ფეხბურთელებს ეხება.


გავრცელებული ინფორმაციით, ზინედინ ზიდანის განკარგულებაში ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელი დაუბრუნდება და არსებული რესურსი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

პირველ რიგში დაბრუნდებიან კარიმ ბენზემა, როდრიგო, ედენ აზარი და მარსელო, ეს უკანასკნელი დაბრუნებასთან ყველაზე ახლოსაა. აღნიშნულ ფეხბურთელებს მალე შემოუერთდება ფედე ვალვერდე, რომელიც დაახლოებით 2 მარტს სრულფასოვანი დატვირთვით ვარჯიშს შეუდგება.

რაც შეეხება მილიტაოს და ოდრიოზოლას, ამ ფეხბურთელების დაბრუნება მაქსიმუმ 8-9 დღის მანძილზე იგეგმება.

კარვახალთან და რამოსთან დაკავშირებით სიახლე ჯერ არ არის, ორივე ესპანელი განსაკუთრებულ ტემპში განაგრძობს აღდგენით პროცესს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან თავისუფლად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით დაპირისპირებას „მერენგები“ გაცილებით დიდი რესურსით შეხვდებიან, „ატლეტიკოსთან“ 7 მარტის მატჩში კი ბენზემას, აზარისა და მარსელოს განაცხადში ყოფნა 90%-ით გარკვეულია. dle 10.1

  • Ramos
  • 27 თებერვალი 2021
  • 5187
  • 2

1

27 თებერვალი 2021 11:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1006
აზარი მეცოდება მაგრად! ბოლო შანსი აქ ჩემი აზრით და არამარტო რეალში, კიდე თუ წავიდა ლაზარეთში თავისით თან დაანებოს თავი კარიერას და ეგაა! არადა რამხელა პოტენციალის და მასშტაბის მქონე ფეხბურთელია

2

27 თებერვალი 2021 14:34

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: papacha
აზარი მეცოდება მაგრად! ბოლო შანსი აქ ჩემი აზრით და არამარტო რეალში, კიდე თუ წავიდა ლაზარეთში თავისით თან დაანებოს თავი კარიერას და ეგაა! არადა რამხელა პოტენციალის და მასშტაბის მქონე ფეხბურთელია

აზარს არ გაუმართლა.მაგრამ.არიყო ასე ტრამვიანი იგროკი აქ რეალის სამედიცინო შტაბი რას მართებს ამ ბიჭს და საერთოდ ბიჭებს ვერ გამიგია რააა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)