მბაპეს მამა ფლორენტინო პერესს საიდუმლოდ შეხვდა!

ფრანგული გამოცემების ცნობით, დაახლოებით 20 დღის წინ კილიან მბაპეს მამა მადრიდში იმყოფებოდა და ფლორენტინო პერესს შეხვდა...


„პსჟ“-ში გადამწყვეტი მომენტი დგება. კილიანმა ალ ჰელაიფს და მის კოლეგებს საბოლოო პასუხი უნდა უთხრას.

მბაპე ან „პსჟ“-ში დარჩება და მრავალწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, ან ზაფხულში კლუბს შეიცვლის და 99,9%-იანი ალბათობით მადრიდის „რეალის“ ღირსებას დაიცავს.

ფრანგების ცნობით, მბაპეს მამამ პერესთან საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გამართა, სადაც აბსოლუტურად ყველა დეტალი იქნა განხილული.

არაოფიციალური ინფორმაციით, მბაპეს გამადრიდელების შემთხვევაში ხელი მოეწერება 6 წლიან კონტრაქტს, რომელიც 2 ეტაპად დაიყოფა. პირველი 3 წლის განმავლობაში კილიანს კონკრეტული ხელფასი ექნება, 3 წლის შემდეგ კი მისი შემოსავალი 35%-ით გაიზრდება.

პერესის აზრით, არსებული ეკონომიკური კრიზისის დაძლევას „ბლანკოსი“ დაახლოებით 18-22 თვეში დაძლევს, რასაც ახალი ბერნაბეუს ექსპლუატაციაში გაშვება და არნახული ფინანსური სარგებლის მიღებაც მოჰყვება.

ესპანური გამოცემები კი იუწყებიან, რომ მბაპე მაქსიმუმ მარტის მეორე ნახევრამდე აცნობებს საკუთარ გადაწყვეტილებას პარიზულ კლუბს. აღნიშნული ინფორმაცია ლეონარდოს განცხადებამაც გაამყარა, რომელმაც დაადასტურა, რომ კილიანთან საბოლოო საკითხების დაზუსტების მიზნით შეხვედრა იგეგმება. dle 10.1

  • Hala
  • 25 თებერვალი 2021
  • 5460
  • 5

1

25 თებერვალი 2021 22:22

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ამ პერეს თუ კორონა ქონდა 20 დღის უკან როგორ შეხვდა ?

2

25 თებერვალი 2021 22:28

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
საიდუმლოდ შეხვდა და გამომცელობამ მაინც იცის დეტალები, მაგათაც ნოდარა ყავთ ეტყობა აყვანილი ჟურნალისტად 🤣

3

25 თებერვალი 2021 22:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 965
საიდუმლოდ თუ შეხვდა მაშინ საიდან იცით ეს ამბავი?

4

26 თებერვალი 2021 00:37

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Andre1
საიდუმლოდ თუ შეხვდა მაშინ საიდან იცით ეს ამბავი?

მეც ეგ კითხვა მაქვს

5

26 თებერვალი 2021 11:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1006
ზოგადად ბევრი ზღაპარი იწერება როგორც წესი მაგრამ სწორედ საიდუმლო ინფორმაციის მოტანაში უხდიან ჟურნალისტებს ფულს და არც ეგაა გამორიცხული, ბევრი ეგეთი ზღაპარი სინამდვილე აღმოჩენილა, თუმცა უმეტესობა მოგონილია რათქმაუნდა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)