ლუკა მოდრიჩი შარშანდელ მაჩვენებელს უკვე გააუმჯობესებს

ლუკა მოდრიჩის მაჩვენებლები წლევანდელ სეზონში საოცარი. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ნახევარი სეზონი წინ არის, ხორვატმა ფეხბურთელმა უკვე მოასწრო 31 მატჩის ჩატარება და ჯამურად 2 333 წუთის დაფიქსირება...


ტრავმების ეპიდემიის პირობებში, ზიზუს ნახევარდაცვაში არჩევანიც არ აქვს, რომ მოდრიჩი დაასვენოს.

ასაკის მიუხედავად, ლუკიტა არნახულ დატვირთვებს იღებს.

აღსანიშნავია, რომ მოდრიჩმა გასულ სეზონში 40 მატჩი ჩაატარა და ჯამურად მოედანზე 2 631 წუთი გაატარა. ეჭვი არავის ეპარება, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს წინა წელთან შედარებით ნახევარმცველს გაცილებით დიდი შედეგები ექნება.

არ არის გამორიცხული, მოდრიჩმა 2018-19 წლების სეზონის მაჩვენებელი გაიმეოროს, როდესაც მან 46 თამაში ჩაატარა და საბოლოო ჯამში 3 570 წუთი ჰქონდა მოედანზე გატარებული.

ჩატარებული წუთების კომპონენტში მოდრიჩის საუკეთესო სეზონი 2013-14 წლებში დაფიქსირდა, როდესაც ხორვატმა 51 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამში 4 230 წუთი დააგროვა. dle 10.1

  • Hala
  • 25 თებერვალი 2021
  • 542
  • 1

1

25 თებერვალი 2021 20:30

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
სანდო ადამიანი ყველანაირად ამ ეპიდემიის დროს სრულიად რეალი ამაზეა დაგრდნობილი და კიდევ ბევრს ქაჩავს ამ ასაკში ამიტომაცაა საუკეთესო

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)