ზიდანი:„ჩემპიონობის შანსი იზრდება“

ზინედინ ზიდანმა „ვალიადოლიდთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.


„ჩვენ არასდროს ვუყურებთ ჩვენ და გვსურს, რომ მაქსიმუმი გავიღოთ ჩემპიონობისთვის. ვფიქრობ, ზედიზედ მატჩების მოგებამ საკმაოდ ნორმალური სატურნირო მდგომარეობა შეგვიქმნა და ბევრად მეტი შანსი გვაქვს.“

„კარი მშრალად შევინახეთ და ერთი გამარჯვების გოლი გავიტანეთ. ვფიქრობ, საკმაოდ რთული მატჩი იყო, ვინაიდან „ვალიადოლიდს“ ქულები სჭირდებოდა.“

„კაზემიროს მნიშვნელობა ძალიან დიდია. გარდა იმისა, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი საკუთარ პოზიციაზე უკონკურენტოა, მას გოლების გატანაც შესანიშნავად გამოდის. ვფიქრობ, კაზესთან ერთად ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი.“

„კარს ხშირად ვინახავთ მშრალად. მიუხედავად ბევრი პრობლემისა გუნდი ახერხებს, რომ კარგი შედეგები ჰქონდეს. ჩემი აზრით, ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ ბევრად ხარისხიან ფეხბურთს ვითამაშებთ.“

„როდესაც გუნდს კარგი შედეგები აქვს სიმშვიდეა, საკმარისია წავიბორძიკოთ, მაშინვე არნახული კრიტიკა გვატყდება თავს და წასვლას მიწინასწარმეტყველებენ.“

„უკვე შემიძლია თამამად ვუთხრა დიეგო სიმეონეს, რომ ლა ლიგის დასკვნითი ეტაპი მნიშვნელოვანი იქნება, თუ მადრიდულ დერბის მოვიგებთ, უდიდესი შანსი მოგვეცემა.“

„კარიმ ბენზემასთან დაკავშირებით გარისკვას არ ვაპირებ. წინ ძალიან ბევრი ტურია, სადაც ფრანგის როლი უმნიშვნელოვანესი იქნება.“

„სავარაუდოდ ხვალ „9“-იანი კიდევ ერთ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ყველაფერი ნათელი გახდება.“ dle 10.1

  • Ramos
  • 21 თებერვალი 2021
  • 5539
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)