ზიდანი:,,მბაპეს და ჰოლანდს დიდი პერსპექტივა აქვთ"

ზინედინ ზიდანმა „ვალიადოლიდთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.


„საკმაოდ ნაყოფიერი კვირა გვქონდა. ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ „ვალიადოლიდთან“ მატჩისთვის 100%-ით მზად ვყოფილიყავით. კმაყოფილი ვარ და ვთვლი, რომ მომდევნო ტური საინტერესო იქნება.“

„არ ვაპირებ „ატალანტასთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე საუბარს, ვინაიდან მხოლოდ ლა ლიგის მომდევნო ტურზე ვფიქრობ.“

„სამწუხაროდ, ბენზემა გამოგვაკლდა, „ვალიადოლიდთან“ „9“-იანის ყოფნა გამორიცხულია, მომდევნო კვირაში კი ვნახოთ რა მოხდება.“

„მბაპეს თამაშს „ნოუ კამპზე“ ვუყურე, ის საოცარი ფეხბურთელია და მსიამოვნებს, როდესაც ფრანგის ასეთ გამოსვლას ვხედავ.“

„კონტრაქტების განახლებებთან დაკავშირებით დისკუსია კიდევ გაგრძელდება, სწორედ ეს არის პრესის საქმე, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ყველაფერი კარგად მიმდინარეობს და არავითარი პრობლემა არ შეიქმნება.“

„მე ვერ ვიტყვი იქნებიან თუ არა ჰოლანდი და მბაპე ახალი რონალდუ და მესი, ანაც ნეიმარი, თუმცა მათ უდიდესი პერსპექტივა აქვთ, როდესაც ნორვეგიელის და ფრანგის გამოსვლას ვუყურებ, დიდ სიამოვნებას ვიღებ.“

„ახლა ტრანსფერებზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან მხოლოდ სეზონის წარმატებით დასრულებაზე ვფიქრობ. ფეხბურთელებმა უნდა იფიქრონ მატჩების მოგებაზე და არა ტრანსფერებზე, „რეალი“ დიდი კლუბია, რომელიც ბევრი მიმართულებით მუშაობს.“

„ლა ლიგა ძალიან კონკურენტუნარიანი ტურნირია, ვერასდროს გაიგებ, რომელი გუნდი გაგიწევს უდიდეს წინააღმდეგობას. ვთვლი, რომ პირველი ადგილისთვის ბრძოლა სავსებით რეალურია, ამიტომ არ გავჩერდებით.“

„იმედი მაქვს, ჩვენი შემადგენლობა მალე უფრო ძლიერი გახდება. ტრავმების ეპიდემიის გამო არაერთი უჩვეულო და ექსპერიმენტალური გადაწყვეტილების მიღება მიწევს, რაც ნამდვილად არ შედის ჩემს გეგმებში. ყველა მალე უნდა გამოჯანმრთელდეს და გადამწვეტ პაექრობებში გუნდს დაეხმაროს.“

„ნამდვილად ვერ გიპასუხებთ ჰოლანდი მირჩევნია თუ კილიან მბაპე, ორივე მოთამაშე უდიდეს პოტენციალს ფლობს.“

„„„ატლეტიკოს“ ნაჩვენებ შედეგებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ვინაიდან ყველაფერი მათზეა დამოკიდებული, თუმცა ბოლო დროს „როხიბლანკომ“ ქულები დაკარგა და ჩვენი შანსებიც გაიზარდა.“

„ლიგისთვის ბრძოლა რა თქმა უნდა ჩვენი პრიორიტეტია, მაგრამ შიდა ასპარეზსაც უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ, „ვალიადოლიდთან“ ვეცდებით კარგად გამოვიდეთ და იტალიელებთან მატჩს კარგ ხასიათზე შევხვდეთ.“

„მბაპეს ტრანსფერი? ფლორენტინოს აქტივობების შესახებ ყველას შეუძლია ჰქონდეს თავისი აზრი.“

„კილიანი ოქროს ბურთს მოიგებს, ეს ადრეც ვთქვი და ახლაც არ შემიცვლია აზრი. არ შეიძლება მბაპე და მესი ერთმანეთს შევადარო, ვინაიდან მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, როდესაც ამას აკეთებთ დაფიქრდით.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 19 თებერვალი 2021
  • 8730
  • 5

1

19 თებერვალი 2021 18:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2589
ჰო თქვენ შორიდან დააკვირდით მაგათ დიდ პერსპექტივებს და კლუბში ყვერებფხანია მძორები აბალახეთ სტადონებზე .... ეგეთი მიდგომით რა შედეგსაც დადებთ ვნახავ წლის ბოლოს....

2

19 თებერვალი 2021 18:32

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
სამწუხაროდ, ბენზემა გამოგვაკლდა, „ვალიადოლიდთან“ „9“-იანის ყოფნა გამორიცხულია, მომდევნო კვირაში კი ვნახოთ რა მოხდება.“

ღმერთო ეს მომეჩვენა თუ მართლა წავიკითხე,მადლობა ღმერთო ჩვენი თხოვნა რო შეისმინე,იმედია ატალანტასთან კიარა მთელ სეზონს გამოტოვებს და ზაფხულში გავაგდებთ გუნდიდან,ჩათვალეთ ამ სეზონში ლიგაზე შანსი გვაქვს,ან მარიანოს დააყენებს ან ცრუ ცხრიანით ითამაშებს,მოკლედ აწი ნახეთ შედეგების დადება და გუნდის წინსვლა

3

19 თებერვალი 2021 18:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
იმედია ატალანტასთან იქნება, რამოსის კარვახალის და ბენზემას გარეშე შეიძლება გაგვაგდონ კიდეც

4

19 თებერვალი 2021 19:14

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
სირცხვილია ნებისმიერი საშუალო დონის კლუბებს ჩვენზე უკეთესი ფორვარდები როყავთ, ვინგერებზე არცარაფერს ვამბობ.

ჰაალანდი ან მბაპე სანამ არმოვა ესორი გოლების მანქანა მანამდე რეალს არაფერი ეშველება. მაზილა ბენზემას რომელსაც ფორვარდი ქვია გვერდზე გამტანი უნდა რო მერე არდაიჩაგროს და ჩავარდნილი მატჩებში პასუხისმგებლობა აიცილოს თავიდან,როგორც წლებიიყო რონალდუს გვერდზე აკეთებდა.
რეალის მოუშორებელი ჭირი

5

19 თებერვალი 2021 19:19

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ვისაც ბენზემას არ ყოფნა გიხარიათ აზრზე არ ხართ ფეხბურთის. წადით ჰოკეის უყურეთ. სად მარიანო და სად ბენზემა. მარიანოს წონა ბენზემას IQ აქ ..

ადმინი ვიყო სამუდამოდ ისე დაგბლოკავდით რომ საერთოდ ვერ შმოიხედოთ აქ. ყელში ამოვიდა უკვე ბენზემას ლანძღვა. აზრზე არა ხართ , ბენზემაზე როგორ უნდა თქვა არ იცისო. რანაირი თვალით უყურებთ ფეხბურთს ვერ მივხვდი... სუარესი მეზიზღება მარა როგორ ვთქვა .ლეაო (შედარებას არ ვაკეთებ)

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)