ალაბა:„ახალი გამოწვევა მჭირდება, ამიტომ „ბაიერნს“ ვტოვებ“

დავიდ ალაბამ პრესკონფერენცია გამართა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა.


„ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღე, ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ რამე ახალი მჭირდებოდა, სწორედ ამიტომ „ბაიერნის“ დატოვება გადავწყვიტე, ამის დადასტურება ოფიციალურად შემიძლია.“

„ცხოვრების ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი წელი მივუძღვენი „რეკორდმაისტერს“, ზაფხულში კი გამომშვიდობების დრო დადგება.“

„შემიძლია თამაში, როგორც მარცხენა მცველად, ასევე ცენტრალურ მცველად. „ბაიერნში“ ბევრჯერ ყოფილა პრობლემა, რის გამოც პოზიციას ვიცვლიდი, მაგრამ ეს არასდროს გამიპროტესტებია.“

„გერმანელთა მადლობელი ვარ, ამ კლუბმა უდიდესი გამოცდილება და ბევრი ტიტული შემძინა, აქედან ნაწყენი ნამდვილად არ წავალ.“

„ჩემი წარმომადგენლები რამდენიმე კლუბს ესაუბრებიან, „რეალი“ კი ერთ-ერთი მსურველია, რომელთანაც ინტენსიური მოლაპარაკებები მაქვს.“

„ახალი გამოწვევა კიდევ უფრო გამოცდილს და მიზანდასახულს გამხდის. ვთვლი, რომ სწორად ვიქცევი და უფრო მრავალმხრივი უნდა გავხდე.“

„გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მივიღე, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო საჯაროდ ახლა ვაცხადებ, რომ გერმანიის ბუნდესლიგას ვემშვიდობები და ახალ კლუბში ვითამაშებ.“

„„ბაიერნმა“ დაიო უპამეკანო დაიმატა, მან არნახული პროგრესი აჩვენა და მჯერა, რომ „რეკორდმაისტერში“ კარგი შედეგები ექნება.“

„როგორც უკვე ვთქვი, მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილებას მალე მივიღებ. ჩემი აქ ყოფნა „ბაიერნის“ ხელმძღვანელობასთანაც შეთანხმებულია, ჩვენ ერთობლივად ვიმსჯელეთ ამ საკითხზე.“

„ესპანურ ენას კარგად არ ვფლობ, თუმცა „ბაიერნში“ ამ ქვეყნიდან რამდენიმე მოთამაშე ასპარეზობდა და გარკვეულ დონეზე ამ ენაზე საუბრის მოსმენა შემიძლია.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 16 თებერვალი 2021
  • 3292
  • 3

1

16 თებერვალი 2021 21:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1434
დიდი ძალაა ალაბა იმედია მარცხნივ ათამაშებს ზიზუ მარსეს ისტორია ამან უნდა გააგრძელოს ზანგის ბახალა უნდა გაახმოს მულატ ბახალამ

2

16 თებერვალი 2021 22:56

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მოდი დავიდ, რეალს ჭირდები

3

17 თებერვალი 2021 02:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
რასამბობ ძმაო მაგარი შენაძენია თან უფასოდ 55-60 მილიონი ადევს ტრანსფერმარკეტზე. კაცს 500-ამდე თამაში აქ ჩატარებული და 22 ყვითელი აქცს მარტო მიღებული და 1 წითელი. (62-საგოლე გადაცემა, 43-გოლი)

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)