მადრიდელთა მოლოდინი არ გამართლდა

მადრიდის „რეალმა“ ლუკა იოვიჩი „აინტრახტში“ იმ იმედით გაუშვა, რომ სერბი ფეხბურთელი გაცილებით მეტ სათამაშო დროს მიიღებდა და სამეფო კლუბში კარგ ფორმაში დაბრუნდებოდა, თუმცა ვითარება სხვაგვარია.


ფრანკფურტელთა მთავარი მწვრთნელი იოვიჩზე გათვლას არ აკეთებს და მას სათადარიგო ფეხბურთელად მოიაზრებს, რასაც რიგი მიზეზები აქვს.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ „აინტრახტის“ მთავარი დამრტყმელი ძალა ანდრე სილვაა, იოვიჩი კი რესურსის არსებობისთვის არის დამატებული.

გერმანელთა მწვრთნელის აზრით, თამაშის იოვიჩზე გადაწყობა სწორი არ იქნება, ვინაიდან სერბი რამდენიმე თვეში გუნდს დატოვებს და ისევ „რეალს“ შეუერთდება.

დიახ, ლუკას დებიუტი შესანიშნავი იყო, მან რამდენიმე გოლის გატანა შეძლო და ამ ეტაპზეც მეორე ტაიმში გამოჩენის დროს პროდუქტიულად ასპარეზობს, თუმცა ის სასტარტოში მაინც ვერ ითამაშებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულით „რეალი“ კმაყოფილი არ არის და „აინტრახტს“ მოუწდებს იოვიჩს მეტი დრო მისცეს, თუმცა ფრანკფურტელები პოზიციას არ ცვლიან და თვლიან, რომ მთავარი მწვრთნელის საქმეში ჩარევის უფლება არავის აქვს.

ასევე უნდა ითქვას, რომ თუ „რეალი“ იოვიჩის გასხვისებას ზაფხულშიც გადაწყვეტს, მისი მომდევნო ნავსაყუდელი „აინტრახტი“ არცერთ შემთხვევაში არ იქნება.

dle 10.1

  • Hala
  • 16 თებერვალი 2021
  • 1494
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)