ზიდანი:„10 წლის წინაც ვთქვი, რომ საფრანგეთის ნაკრებში მუშაობა დიდი პატივი იქნება“

ზინედინ ზიდანმა „ვალენსიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.


„ზუსტად ვიცით, რომ სერიოზულ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ. მეტოქე ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩემი ბიჭები ერთგულები არიან და ბოლომდე დაიხარჯებიან, ჩვენ გვჯერა, რომ გამარჯვების მოპოვებას და აუცილებელი 3 ქულის აქტივში ჩაწერას შევძლებთ.“

„ახლა არა მომავალზე, არამედ აწმყოზე ვფიქრობ. არ ვიცი, როდემდე ვიქნები „რეალის“ მწვრთნელი, მაგრამ დღესდღეობით ბედნიერი ვარ.“

„„ატლეტიკო“ რა თქმა უნდა ფავორიტია, მაგრამ დიეგო სიმეონეს შევახსენებდი, რომ გასათამაშებელი კიდევ 48 ქულაა, სადაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ჩვენი ყველა ქულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

„ბეილს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. არ ვიცი, როგორ გრძნობს თავს გარეთი ლონდონში, ვინაიდან „რეალის“ დამრიგებელი ვარ და არა „ტოტენჰემის“.“

„ტრავმირებული ფეხბურთელები ძალიან დაგვაკლდებიან, ჩვენი რესურსი ამ ეტაპზე მინიმალურია, თუმცა ისინი მალე დაბრუნდებიან და გუნდიც გაძლიერდება. ამ ეტაპზე აღნიშნული მოცემულობით უნდა ვიხელმძღვანელოთ.“

„„ბლანკოსი“ ახალგაზრდული გუნდია, პერსპექტივა ნამდვილად არსებობს. ამ კოლექტივში არაერთი მოთამაშე ირიცხება, რომელსაც უდიდესი მომავალი აქვს.“

„ვერ შევცვლით იმას, რასაც პრესაში ამბობენ. ჩვენი მიზანი მხოლოდ მუდმივი მუშაობა და სტადიონზე საუკეთესო შედეგის ჩვენებაა. მადრიდული გუნდი მაქსიმუმს გაიღებს გამარჯვებების სერიისთვის.“

„აზართან დაკავშირებით სიურპრიზი მაქვს, ის აღფრთოვანებულია, ვინაიდან დაგეგმილზე ბევრად ადრე დაბრუნდება. სულ რაღაც ერთ კვირაში ის სრულფასოვანი ვარჯიშების ჩატარებას შეძლებს.“

„გიდასტურებთ, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობის მიმართ ინტერესი მაქვს, მაგრამ ეს ამბავი ახალი არ არის. 10 წლის წინაც ვთქვი, რომ ეროვნული გუნდი ჩემთვის დიდი გამოწვევაა. თუ „რეალის“ შემდეგ „მამლების“ სათავეში ჩადგომის შანსი მომეცემა, უარის თქმა გამიჭირდება.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 13 თებერვალი 2021
  • 7098
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (356)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)