კილიან მბაპეს ყიდვა „რეალს“ 500 მილიონზე მეტს მოუტანს!

ესპანური გამოცემები მიუთითებენ იმ მეტ-ნაკლებად უცნობ დეტალებზე, რომელიც კილიან მბაპეს „რეალში“ ტრანსფერს უკავშირდება. გარდა იმისა, რომ „პსჟ“-ს ლიდერი „რეალის“ წინა ხაზს ბევრად უფრო ეფექტურს გახდის, არაერთი ანალიტიკოსის აზრით, ფრანგი ფეხბურთელის ყიდვა სამეფო კლუბს 500 მილიონზე მეტს მოუტანს.


თუ მბაპე მადრიდისტა გახდება, ფლორენტინო პერესს ასტრონომიული თანხის გაღება მოუწევს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, თუ რა შემოსავალის მიღება შეეძლება სამეფო კლუბს აღნიშნული ფეხბურთელის ყოლით.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კილიანი თანამშრომლობს 30-მდე კომპანიასთან, მათ შორის არიან კომპანიები, რომელთა სახეც სწორედ ფრანგი მოთამაშეა.

თუ მბაპე „რეალში“ ითამაშებს, სამეფო კლუბის მისი სარეკლამო შემოსავლებიდანაც ექნება საკუთარი წილი, რაც საკმაოდ მაღალ შემოსავლებთან არის დაკავშირებული. ამას დაემატება თვითონ კლუბის მოქმედი პარტნიორების მხრიდან ინტერესი წინახაზელის მიმართ, საიდანაც ასევე ასტრონომიული თანხების მოზიდვაა შესაძლებელი.

ასევე უნდა აღინიშნოს მბაპეს საფეხბურთო მაისურები და სპეციალური ეკიპირება, რომელიც მადრიდში ყველაზე პოპულარული გახდება. ანალიტიკოსები და ექსპერტები იხსენებენ კრიშტიანო რონალდუს ტრანსფერს, რომლის ოფიციალური მაისურების გაყიდვამ ისტორიული რეკორდები მოხსნა და საბოლოო ჯამში სამეფო კლუბმა პორტუგალიელ ლეგენდაში დახარჯული თანხა სულ რაღაც 8 თვეში მხოლოდ მაისურების გაყიდვით დაიბრუნა.

კილიანის „მერენგებში“ გადასვლა სერიოზულ პროგრესს განაცდევინებს „რეალის“ თამაშების მიმართ ინტერესს, როგორც სატელევიზიო მიმართულებით, ასევე სტადიონებზე მადრიდსა და მის გარეთ. ასევე აღსანიშნავი იქნება „რეალის“ კიდევ უფრო გაპოპულარება სოციალურ ქსელებსა და სხვა პლატფორმებზე, ამ არგუმენტის გასამყარებლად ექსპერტებს რონალდუს „იუვენტუსში“ გადასვლის ფაქტი მოჰყავთ, რის შემდეგაც „იუვენტუსის“ აუდიტორია 2-ჯერ გაიზარდა, როგორც სოც.ქსელებში, ასევე სატელევიზიო და სხვა მიმართულებებით.

რონალდუს „ბებერ ქალბატონში“ გადასვლის შემდეგ იტალიაში კიდევ ერთი რეკორდი მოიხსნა და მისი მაისურები ლოკალურ დონეზე დღემდე რეკორდული რაოდენობით იყიდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შეჯამებით, არსებობს საკმაოდ არგუმენტირებული და საფუძვლიანი ვარაუდები იმის შესახებ, რომ მბაპეს ტრანსფერი მარკეტინგული და კიდევ ბევრი ასპექტის გათვალისწინებით ძალიან მომგებიანი იქნება და „რეალს“ საბოლოო ჯამში 500 მილიონ ევროზე მეტს მოუტანს. dle 10.1

  • Bernabeu
  • 13 თებერვალი 2021
  • 2406
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (148)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)