ვან დერ ვაარტი: "კლუბმა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი მოიწვია"

რაფაელ ვან დერ ვაარტმა მარკასთან მადრიდის რეალის ახალ მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა.


"ძალიან მოხრული ვარ, რომ ჟოზე მადრიდის რეალს გაწვრთნის. მოურინიომ იცის როგორ უნდა მიაღწიოს წარმატებას, მისი ყოველი ფეხბურთელი ყოველთვის იდეალურ ფორმაშია. მან იცის როგორ უნდა მიაღწიოს წარმატებას."

"მე ველაპარაკე ჩემს თანაგუნდელებს და ყველანი ჟოზეზე საუბრობენ, ყველა ძალიან გახარებულია მისი მოსვლით. ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება მოურინიოსთან მუშაობა."

"გასული სეზონი ჩვენთვის რთული აღმოჩნდა, გუნდში ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ და სანამ შევთამაშდით დრო დაგვჭირდა, აგრეთვე ტრავმებმა შეგვაწუხეს. მას შემდეგ რაც მიზანს ვერ მივაღწიეთ, ხელმძღვანელობამ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი მოიწვია."

"გუნდში ირიცხებაინ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები და მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, ამ კონტიგენტით აუცილებლად მოვიგებთ მომავალ სეზონში რამეს. დარწმუნებული ვარ მალე მადრიდის რეალი დიდი ხნით გახდება მსოფლიო ფეხბურთის ჰეგემონი."

"მე მხოლოდ კლუბში დარჩენაზე ვფიქრობ და არასად წასვლა არ მინდა. მზად ვარ ბოლომდე დავიხარჯო და დავეხმარო მადრიდის რეალს, როდესაც ამი შანსი მომეცემა. დარწმუნებული ვარ გუნდისთვის ბევრი რამის გკეთება შემიძლია."

"ჰოლანდიას ძალიან ძლიერი ნაკრები ყავს და დარწმუნებული ვარ კარგად გამოვალთ მსოფლიო ჩემპიონატზე. ესპანეთი, ბრაზილია, არგენტინა, ინგლისი... ეს იმ გუნდთა არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც სერიოზული შანსები აქვთ მსოფლიოს თასის მოგებისა, მაგრამ მათგან ყველაზე მეტად ესპანეთს გამვოარჩევდი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, მათ შემდეგ კი ჰოლანდიაა. თუმცა ლამაზი ფეხბურთის თამაში მსოფლიო ჩემპიონატის მოგების გარანტია არ არის, რაც ჰოლანდიის შემთხვევაში ევრო 2008 ზე დადასტურდა." dle 10.1

  • SunSay
  • 8 ივნისი 2010
  • 1711
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)