პერესი: "მოურინიო რეალთან ერთად რეკორდს დაამყარებს"

მადრიდის რეალის პრეზიდენტმა განიხილა გასული სეზონი რადიო Cadena COPE-ში ვიზიტისას.


"რა შეიძლება ითქვს გასულ სეზონზე, მართალია იმ მიზნებს ვერ მივაღწიეთ რაც დასახული გვქონდა, მაგრამ გულშემატკივრებმა იხილეს ბოლო წლებში ყველაზე სანახაობრივი მადრიდის რეალი. ჩემი პროექტი კვლავ გრძელდება და დარწმუნებული ვარ შემდეგი წლიდან სამეფო კლუბი ტიტულების მოპოვებას დაიწყებს."

"ვაპირებთ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ რეალი, ვიდრე ოდესმე ყოფილა და დავიბრუნოთ ის ადგილი მსოფლიო ფეხბურთში, რომელიც ერთ დროს ჩვენ გვეკუთვნოდა. ჩვენ მწვრთნელი იმიტომ გამოვცვალეთ, რომ გაგვიჩნდა შანსი მადრიდის რეალში მსოფლიოს საუკეთესო დამრიგებელი მოგვეყვანა."

"მოურინიო უდაოდ საუკეთესოა. დარწმუნებული ვარ ის სამეფო კლუბთან ერთად ახალ რეკორდებს დაამყარებს. რაც ყველაზე მეტად მასში მაოცებს, არის მისი სიმშვიდე, თითქოს ყველაფერი წინასწარ ჰქონდეს დაგეგმილი, მაგრამ მისი სამწვრთნელო კარიერა მუდამ სურპრიზებით არის სავსე და მსურს მადრიდის რეალსაც სასიამოვნო სურპრიზები შესთავაზოს. მოურინიომ შესანიშნავად იცის რა კლუბი ჩაიბარა და კარგად იცნობს მის კულტურას, ისტორიასა და ღირებულებებს. ჟოზე ძალიან ამაყობს თავისი ნაბიჯით და სურს მიაღწიოს დიდებას მადრიდის რეალთან ერთად."

"კრიშტიანო რონალდო გუნდის ნამდვილი ლიდერია და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახლავთ. რაც შეეხება კაკას, მას გასული სეზონი ჩაუვარდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ჩამოსაწერია დარწმუნებული ვარ რიკარდო სამეფო კლუბის ისტორიაში საუკეთესო შენაძენი გახდება."

"დარწმუნებული ვარ ბენზემაც კარგი შენაძენი აღმოჩნდება, მას კიდევ მრავალი წელი აქვს გასატარებელი მადრიდის რეალში. იგუაინს კი ნამდვილად დიდი მომავალი აქვს სამეფო კლუბში. რაც შეეხება რაულს მას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი თავისი მომავალი. მან იცის, რომ აქ მისი სახლია და კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წელი დარჩა, მოხარული ვიქნები თუ დარჩება და დაეხმარება გუნდს თავისი კოლოსალური გამოცდილებით." dle 10.1

  • SunSay
  • 8 ივნისი 2010
  • 1787
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)