„მილანი“ „რეალის“ ახალ მწვრთნელს ელოდება

იტალიური „მილანი“ მადრიდის „რეალში“ განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდება და თვლის, რომ სამეფო კლუბში ზაფხულში დაგეგმილმა ცვლილებებმა შესაძლოა ბევრი რამ შეცვალოს თავად „როსონერისთვის“, რომელსაც „ბლანკოსის“ რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს მიზანში ამოღებული.


„მილანს“ პირველ რიგში ბრაჰიმ დიასის დამატება აინტერესებს. ახალგაზრდა შემტევი „როსონერიში“ შესანიშნავად გამოდის და იტალიელებს სურთ, რომ დიასთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერონ ხელი.

მილანელთა კიდევ ერთი სამიზნე ლუკას ვასკესია, რომელსაც „ბლანკოსთან“ კონტრაქტი უმთავრდება და მისი გამოცდილების და ჟინის მქონე ფეხბურთელის უფასოდ დამატება რა თქმა უნდა მისაღები უნდა იყოს.

და ბოლოს, „როსონერი“ ისკო ალარკონზეც აცხადებს პრეტენზიას. თუ „ბლანკოსში“ ზიდანს შეცვლიან, ახალი მწვრთნელის პოზიციაზე დიასთან, ვასკესთან და ისკოსთან მიმართებაში ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
dle 10.1

  • Hala
  • 2 თებერვალი 2021
  • 1184
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)