ალეგრის „რეალთან“ 3 სატრანსფერო მოთხოვნა აქვს

მასიმილიანო ალეგრი მადრიდის „რეალის“ მომავალ მწვრთნელად განიხილება. იტალიელ სპეციალისტს ფლორენტინო პერესთან 3 სატრანსფერო მოთხოვნა აქვს.


როგორც სჩანს, ალეგრის ფავორიტიც კილიან მბაპეა და ის მოითხოვს, რომ შეტევა სწორედ ფრანგი ფეხბურთელით გაძლიერდეს.

მასიმილიანო პერესს ასევე მოუწოდებს, რომ იყიდოს ერთი ექსტრა კლასის მცველი, სასურველ კანდიდატად კი „იუვენტუსელი“ დე ლიხტი მიაჩნია.

ალეგრი ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს აშრაფ ჰაკიმის დაბრუნებას და თვლის, რომ „რეალმა“ ყველაფერი უნდა იღონოს მაროკოელი ფეხბურთელის დასაბრუნებლად.

გარდა ამისა, მასიმილიანო მოითხოვს მშვიდ გარემოს და დროს იმისათვის, რომ გუნდი ისე ჩამოაყალიბოს, როგორც მას სურს. ყოველწამიერი კონტროლისა და ზეწოლის ფარგლებში მისი გეგმების განხორცილება წარმოუდგენელი იქნება, ამიტომ ალეგრი თავს თავიდანვე იზღვევს.
dle 10.1

  • Hala
  • 2 თებერვალი 2021
  • 12998
  • 6

1

2 თებერვალი 2021 11:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 438
ამ ზღაპრებს ვინ იგონებს

2

2 თებერვალი 2021 11:48

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: el moro
ამ ზღაპრებს ვინ იგონებს


ეგ როგორი თემაა იცი? აი საერთოდ რო კაციშვილმა არ იცის, ალეგრიმ რა უთხრა პერეს ან საერთოდ თუ შეხვდა :) მარა ამ ადმინებმა იციან :) აი მაგალითად: მბაპე შეიხს შეხვდა და ულტიმატუმი წაუყენა. აი საიდან როგორ რანაირად :)

ან: რეალში კლოპი ინიშნება და სალაჰიც თან მოჰყავს :):) კუკლა ხო არაა ან სუვენირი(თან მოჰყავს) :):)

ან კიდე იყო მაგარი: მბაპე თანახმაა ხელფასი 50% შეიმციროს, ოღონდ რეალში ითამაშოს.

დიდი სენსაცია - ნეიმარი პსჟ-ში იმიტომ გადავიდა, რომ ბარსელონადან პირდაპირ რეალში არ გადმოსულიყო :):):) ნუ სიცრუის მანქანააო რო იტყვიან,ეგეც არ ქვია ამას, ამას ქვია სიცრუის მწვერვალი რასაც ესენი წერენ. კიდე მეორე ადმინი ყავთ ამათ, ის იმენა ფიფას ან პეს თამაშობს და რა ტრანსფერებსაც იქ აკეთებს,ეგრევე აქ წერს მერე ;)

არ გეწყინოთ ადმინებო,იუმორით შეხედეთ ამ კომენტარს, ჩვენც იუმორით ვუყუერბთ თქვენ სტატიებს და ცოტა ხასიათძეც მოვყევართ.

3

2 თებერვალი 2021 11:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1855
მოგესალმებით რეალ მადრიდის გულშემატკივრებო, ასევე ყველა გუნდის გულშემატკივარსაც მივესალმები!
ძალიან ცუდ პერიოდში(გაჭირვებაში) შეეტყო რეალს, რომ შემადგენლობა დაუბერდა(დასუსტდა) და გუნდში რეფორმებია ჩასატარებელი და ბევრი რამ არის შესაცვლელი, ამ ყველაფრის ფონზე სტადიონის სრული რეკონსტრუქცია, პერესი დიდ საფიქრალშია როგორ შეუნარჩუნუს გუნდს ღირსეული სახე, ჩვენ აქ რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ სამწუხაროდ ვერაფერს ვერ შევცვლით, საუბარი მილიარდებზე მიდის და ჩვენი სათქმელი მეორეხარისხოვანია იმ გადმოსახედით, რომ იქ უფრო პროფესიონალი და ჩახედული ხალხი მუშაობს მომავლის პერსპექტივაზე და გაითვალისწინეთ ეს ფაქტი და ერთმანეთს ნუ დაერევით ხოლმე(ქართველები) ბენზემასა, თუ ზიდანის გამო - გვიყვარდეს ერთმანეთი ქართველებო!!!

როგორც სტაჟიანი რეალის გულშემატკივარი რათქმაუნდა მეც დავწერ ჩემ აზრს როგორ ვხედავ(ვისურვებდი) რეალის განვითარებას მომავალში.
დავიწყოთ მეკარით: კურტუა კიბატონო, ლუნინში სასწაულ მეკარეს ვერ ვხედავ, ძალიან აპიარებდნენ თავიდანვე და სანამ კურტუა იდგება, მაგ ბიჭსაც დააბერებენ... ფეხბურთელი რომ განვითარდეს, საჭიროა მუდამ მიიღოს პრაქტიკა + მაგას მნიშვნელოვან მატჩშიც კი, რომ დაძლეული ქონდეს წნეხი(ეს არამარტო მეკარეს ყველა პოზიციას ეხება)
გადავიდეთ მცველებზე: ოდრიოსოლა წასასვლელია, არანაირი ფანტაზია! შევნიშე გარბოდა და აწოდებდა და ვის უწოდებდა არც იყურებოდა, მარსელო და რამოსი სავარაუდოდ ერთად წავლენ(ვიმედოვნებთ არ წავა რამოსი და არ დაღუპავს გუნდს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით 1-2 წელი მაინც). ნაჩოს კარიერა ბურუსითაა მოცული 32-ე წელშია, არ ვიცი კარიერას დაასრულებინებენ რეალში, თუ გაუშვებენ სადმე. აქვე შევეხები მილიატოს, ამდენი მცველი მიდის და დასატოვებელია გუნდში(თუ გავიხსენებთ მისი თამაშის წინა ეპიზოდს ისე უცნაურად წამოედო ფეხბურთელს უკნიდან, ჩემი აზრით არანაირი წითელი ბარათი არ იყო, ყვითელი მიეცი შე დალოცვილო ახალი დაწყებულია მატჩი და რომელი ბოლო იმედის ჯარიმაზეა საუბარი? ეს რა ნათქვამია არ მესმის, ბოლო იმედს იმ გუნდს აცლი რომელსაც 10 კაცით ტოვებ მთელი 90 წუთის განმავლობაში + მაგას ჩემი გადმოსახედიდან ვარანის ეპიზოდი უფრო უხეში იყო კაცი განზრახ მოჩეხეს და ასე ვთქვათ შემთხვევით დააბიჯა კისერზე ფეხი(ბუცი), როგორი სასიამოვნო სანახავია პირდაპირ გავვოცდი და ის ჩემისა რო დაეცა არაფერი სტკენია უბრალოდ გააფორმა... საოცრებაა ფეხბურთი. შემთხევით რომ მოგკლან ესეგი არაუშავს და საჯარიმოსთან, თუ ფეხს წამოედე დაიქცა წამომდების ოჯახი და შთამომავალი) ალაბა თუ მოიყვანეს მივესალმები(თანაც უფასოდ) კარგი მცველია, უბრალოდ ხელფასს რატო უხდიან ამდენს არ მესმის, თან მცველს თან მოთამაშეს, რომელიც ასევთქვათ კარიერას იწყებს ახლიდან ესპანეთსი და რეალ მადრიდში არაფერი არ აქვს დამტკიცებული(ბეილისა არ მიირთვან, რომ დაუნიშნეს რონალდუსნაირი ხელფასი და ახლა უფასოდ რომ უშვებენ, ოღონ ვინმემ ბეილის ხელფასი გადაიხადოს, როცა ბეილის 1 წლის ხელფასის ფასად ახალგაზრდა პერსპექტიულ ტალანტებს ყიდულობს ხალხი - ძალიან არ მომწონს რეალის პოლიტიკა ამ გადმოსახედიდან).
გადავიდეთ ნახევარმცველებზე: სამწუხაროდ ლუკა მოდრიჩი 36-ე წელშია და გუნდს მალე დატოვებს, ასევე კროოსი 32-ე წელშია და საფიქრალია, სამომავლო ცენტრის ძიება, ნუთუ პრობლებას არავინ ხედავს ამ ასპექტში არამარტო დაცვაში და თავდასხმაშია პრობლემა. დავუშვათ ვალვერდე და კაზემირო(კაზემიროს შემცვლელი აუცილებელია გუნდში - კამავინგას თუ მოიყვანენ არ ვიცი ამდენი გაჭირვების ფონზე) საჭიროა მესამე კაცი, ვისურვებდი გამოცდილ მოთამაშეს, ერიქსენი მაინც მოეყვანათ კაპიკებში და კროოსი და ერიქსენი 1-2 წელი იქნებოდნენ ცენტრში ძალიან საინტერესო ვარიანტია... არამგონია რეალმა პოგმა შეიძინოს ასეთ კრიზისში... ისკო 100% წასასვლელია - დროა მაგ კაცმა სიბერეში მაინც შეიტყოს ფეხბურთის გემო(სწორედ ისე უნდა მოიქცეს, როგორც ხამესი მოიქცა და უშველა თავს), ასენსიო 25 წლისაა და შეიძლებოდა მაგ კაცში ფულის აღება არაერთხელ განაცხადა ლივერპულმა პრეტენზია, მაგრამ არაფრის დიდებით არ უშვებენ რეალის მომავალი გონიათ... მის პოზიციაზე უნდა დადგეს მბაპე თუ მოვა და ასენსიო სულ ჩაიკარგება... ლუკას ვასკესს არ შევეხები ეგ ნახევარ მცველებში აღარ ითვლება - მცველი ყოფილა ხალხო - მცველი! (ეს ფაქტი მაგიჟებს, ნუთუ რეალ მადრიდს ესე ეკადრება).
გადავიდეთ თავდამსხმელებზე: ძალიან მიჭირს თავდამსხმელებზე საუბარი, მაგრამ ვინიციუსი/როდრიგო რა კალიბრია ბოლომდე ვერ დადგინდა - იჯარით გავუშვებდი ერთ-ერთს მაინც, რასაკვირველია ვინიციუსს, დარტყმა მაინც ასწავლონ, როდრიგო ჭკვიანურად მაინც თამაშობს... მარიანო 100% წასასვლელია - რით ვერ მიხვდა არ ათამაშებენ და რა სიამოვნებას ღებულობს სკამზე ჯდომით ვერ ვხვდები. აზარი(ტოპ ტრანსფერი, რომელიც 2 წელია არ/ვერ ამართლებს) მიუხედავად ამისა დასარჩენია რეალში... სხვა გზა არ არის უბრალოდ... უნდა დაველოდოთ იმ სანატრელ შანსს, როდის გაიხსნება რეალში, მაგრამ კაცი 31-ე წელშია... იმედია ბევრ დაუვიწყარ მომენტს გვაჩუქებს! ბენზემა 34-ე წელშია, მაგრამ გოლებით და ასისტებით, ამ დაქცეულ რეალში პირველ ადგილზეა, შემცვლელი ცენტრში ფაქტობრივად არავინ არ ყავს(იოვიჩი იჯარითაა წასული) გინდა არ გინდა 1 წელი ყველანაირად შეეგუეთ მაგ კაცს, ჰალანდს ეხლა ვერანაირად ვერ მოიყვანენ, სამომავლოდ სანატრელია... ასევე მბაპე საჭიროა სასწრაფოდ ასე მგონია ერთი ფლანგი უტევს... სასწრაფოდ საჭიროა ფლანგის გაძლიერება, მაგრამ რეალი ისეთ კრიზისშია მბაპეც ვერ უშველის რეალს, რამოდენიმე ტრანსფერია განსახორცილებელი, პერესმა უნდა ივალოს ერთი 100-150 მილიონი(ადიდასისგან, ან რომელიმე სხვა პრონსორისგან - Fly Emirates, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველას უჭირს ახლა და არ ვიცი როგორ განხორციელდება ეს ჩანაფიქრი), წავიკითხე კომენტარებში 250 მილიონი გაყიდული ტრანსერებიდანო... მეგობრებო ტრანსფერ მარკეტზე თუ შედიხართ? როგორ დაეცა რეალ მადრიდის მოთამაშეების ფასი? მაქსიმუმ 100 მილიონი ავიღოთ ჩვენთვის საოცნებოა!!! და მნიშვნელოვნად საჭიროა.
განათხოვრებული ფეხბურთელებიდან: მარტინ ოდეგორი, ბრაჰიმ დიასი და იოვიჩი, სამივე დასაბრუნებელია გუნდში(შეიძლება სამომავლოდ სხვა მწვრთნელმა აათამაშოს სამივე), რაც შეეხება ყველა დანარჩენს: ბორხა, ვალეხო, სებალიოსი, ბეილი (გასაშვებია და ფულია ასაღები) ტაკეფუსა კუბოც გასაყიდია, ძალიან დაბალი და ფიზიკურად სლაბი მოთამაშეა, კიბატონო ტექნიკა აქვს, მაგრამ რამდენად გაამართლებს არ ვიცი... ტექნიკა ვინიციუსსაც აქვს... ასევე ბურუსით მოცულია რეინერის მომავალიც, ამდენი შემტევი ბრაზილიელები რომ მოიყვანეს, არ მესმის ყველა მარსელოსავით ნიჭიერი ეგონათ?
მწვრთნელი: ზიდანი ჩემი კუმირია... ზიდანმა შემაყვარა ფეხბურთი, მაგრამ რეალ მადრიდია მნიშვნელოვანი, აქ საჭიროა სწორი ხედვა... რეალ მადრიდია, რომელიც მსოფლიო სადავეზე 1 ნომრის სტატუს ინარჩუნებს ჩემ.ლიგის თასებით და ასეთ უსუსურ ფეხბურთს არ უნდა თამაშობდეს კლუბი რომელსაც რეალ მადრიდი ჰქვია! ისეთ გუნდებთან ვაგებთ, რომ ასემგონია ატალანტა ბურთს დაგვახევს თავზე, მაპატიეთ ამ სუბიექტური აზრისთვის, მაგრამ რამდენადაც არ უნდა მიჭირდეს ამ აზრის დაფიქსირება ეს ასეა. ბევრი ფაქტი მეტყველებს ამაზე და ჰაერზე არ ვსაუბრობ, თუ წავაგეთ(იმედია მოვიგებთ) აუცილებლად გაუშვებენ ზიდანს... რომელი მწვრთნელი მოვა ასეთ რეალში არ ვიცი... ძალიან ძლიერი ფსიქოლოგიის და ნერვების პატრონი უნდა იყოს + ამბიციები უნდა ამოძრავებდეს და რაც ყველაზე მნიშვნელობანია გამოცდილი(სპეციალისტი) უნდა იყოს, ასევ ვითარებაში, როგორ ვითარებაშიც დღესდღეობით რეალი იმყოფება ბევრი პროფესინალი შეიკავებს თავს გადმოსვლაზე, არამატო მწვრთნელი, არამდედ ფეხბურთელიც კი(ასე რომ, მბაპე/ჰალანდის ვარიანტი ბევრს რეალური რომ ეგონა, ასე იოლადაც არ არის საქმე) ალეგრი ნამდვილად არ მინდა... მოურინიო, გვარდიოლა, კლოპი აქ მომსვლელი არ არის... ლიოვი/ნაგელსმანიდან გადაწყვეტენ ერთ-ერთს სავარაუდოდ. რაული როგორც ნამდვილი მადრიდისტა, როგორ არ ვისურვებდი რომ იყოს მთავარი მწვრთნელის რანგის პოზიციაზე, მაგრამ ვხედავთ ჩვენ რეზულტატს, მასზე ბევრად გამოცდილი ზიდანი რა ვითარებაშია, ამიტომ გთხოვთ თავი შევიკავოთ ოცნებებისგან... საჭიროა გამოცდილი მწვრთნელი რეალში(რომელიც იქნება შემტევი, პრინციპული, მიზანმიმართული, იმედია დაცვაში არ ჩადგება და არ ამოიჩემებს ფეხბურთელებს - ზიდანს არ ვკბენ ასეთია ჩემი ხედვა)

4

2 თებერვალი 2021 13:06

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ისე თქვენი არ ვიცი და ანჩელოტის დაბრუნება კი გაასწორებდა,მარა ამ ჩა#მული კამანდით ვერც ეგ დადებს შედეგს.პირველ რიგში კამანდაა შესაცვლელი,ძირითადი ბირთვში 3-4 ცვლილებაა საჭირო

5

2 თებერვალი 2021 13:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1855
ციტატა: gigaiagigaia
ისე თქვენი არ ვიცი და ანჩელოტის დაბრუნება კი გაასწორებდა,მარა ამ ჩა#მული კამანდით ვერც ეგ დადებს შედეგს.პირველ რიგში კამანდაა შესაცვლელი,ძირითადი ბირთვში 3-4 ცვლილებაა საჭირო

ახალი მისულია ევერტონში და ტრანსფერები გაუჩარხეს მიენდნენ პაპა კარლოს და ეგ იქიდან არ წამოვა ეგეთი უნამუსო არაა))

6

2 თებერვალი 2021 15:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 93
ციტატა: el moro
ამ ზღაპრებს ვინ იგონებს

aba admini ras aketebs ggoniat)))zgaprebs txzavs imdeni mogonili ambebi am gverdze rom ideba mgoni arsad araa...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)