პერესი: "მესი მეორეა, რონი კი პირველი"

მადრიდის "რეალის" პირველმა პირმა, ფლორენტინო პერესმა, პრესასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა პირველ ადგილს რონალდუ იკავებს, ხოლო მეორე პოზიციას მესი სჯერდება.


"მესი მხოლოდ და მხოლოდ რონის შემდეგ მოდის.რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობდით "ასულგრანას" ვარსკვლავის შეძენას, თუმცაღა ალბათ, დამეთანხმებით, რომ სასიამოვნო ფაქტი ნამდვილად არაა, როდესაც ერთ კლუბში მსოფლიოს ორი საუკეთესო მოთამაშე იასპარეზებს."

"ჩვენ მოურინიოს შემდეგი 4 წლით ჩავაბარეთ "ბლანკოსის" ბედი.შეგვეძლო სხვა მწვრთნელის მოყვანა, მაგრამ ჟოზე ნომერ პირველია მსოფლიოში."

სამეფო კლუბის პრეზიდენტს ფაბრეგასისა და ჯერარდის შესაძლო "გამადრიდელებაზე" ჰკითხეს: "მე არაფრის თქმა შემიძლია ამ თემაზე.ფაქტი ის არის, რომ ორივე საუკეთესო თავიანთ პოზიციაზე."

დონ ფლორენტინოს მაიკონზე, ნავასზე და დიმარიაზეც დასვეს შეკითხვა: "მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ნახსენები ფეხბურთელები ძალიან მომწონს."

"მადრიდი რაულის სახლია.ჩვენ ლეგენდარული კაპიტნის მომავალს მალე გავიგებთ.არდადეგების შემდეგ, გონსალესი გვეტყვის, უნდა თუ არა კარიერის გაგრძელება."

"დრომ გვაჩვენა, რომ ძვირადღირებული ფეხბურთელები, "რეალის" ისტორიას ქმნიან." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)