პორტუგალიელი ოქროს ბიჭუნა

გზა მადრიდამდე...


ძალაინ ბანალური ბავშვობა ჰქონდა: ყველაზე კარგად მამის ნაჩუქარი ბურთი ახსოვს, ამ ბურთთან ერთად ეძინა, მერე მეზობლებს ფანჯრებს უმტვრევდა, მერე უფროსების გამასხარავება დაიწყო და უბანში "ხულიგნის" სახელი გაუვარდა, მერე "კლიუვერტი" შეარქვეს, თუმცა მას დიეგო უყვარდა ძალიან...

მამამისი, ჯოზე დინიზ ავეირო, მშობლიური ქალაქის პატარა კლუბში "ანდორინიაში მუშაობდა "კიტმენად" და კრისტიანო რონალდუს პირველი კლუბიც ის იყო. ვარსკვლავის სრული სახელია კრისტიანუ დუშ სანტუშ ავეირო, რონალდუ კი მამამ საყვერელი მსახიობის და ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის საპატივცემულოდ შეარქვა. უფროსი ავეირუ 2005 წელს გარდაიცვალა ზუსტად იმ დღეს, როცა პორტუგალია რუსებს ხვდებოდა. კრისტიანუს გუნდი არ მიუტოვებია, ითამაშა და ის მატჩი მამის ხსოვნას მიუძღვნა.

ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც "ანდორინიამ" "ნასიონალისგან" ბუცების და ფორმის ორი წლის მარაგი მიიღო. დღეს საუკეთესოა მსოფლიოში -აქვს არა ადამიანური სისწრაფე და დაყენებული დარტყმა, ძალიან ტექნიკურია, თავით კარგად თამაშობს და რაც მთავარია, ორივე ფეხი მუშა აქვს. ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა, მოედნის რომელ მონაკვეთში იღებს ბურთს-კრისტიანუ რონალდუ ყველგან სახიფათოა-მარჯვნივ თუ მარცხნივ,შუაში გაღმა თუ გამოღმა.

წმინდა საფეხბურთო ამბავში ის ხულიგანია, რადგან მეტოქეს ხშირად ისე აგდებულად ექცევა,როგორც ნახალოვკელი ძველი ბიჭები სოლფეჯიოზე მიმავალ პუტკუნა მეზობელს. ამიტომ რონალდუ ბევრს არ უყვარს და ყველაზე ხშირად "ბუუუუუ" მაშინ ისმის, როცა ბურთი პორტუგალიელს აქვს.

კრისტიანუ რონალდუს ერთი უფროსი ძმა-უგო და უფროსი დები ელმა და ლილიანა-კატია ჰყავს. ეს უკანასკნელი სამშობლოში საკმაოდ ცნობილი მომღერალია. ფლობს კლუბს "რონალდა" რომელიც უმცროსმა ძმამ აჩუქა.

დიეგო მარადონა: "საავადმყოფოში დაწოლილს გულის ტკივილი კრისტიანო რონალდუს თამაშის ცქერამ დამიამა. რონალდუს თამაშით მოხიბლული ვარ, კრისტიანო ფენომენია."(ეს მესის და ბარსას ფანებმა უნდა წაიკითხონ)

ალექს ფერგიუსონი: "ნიჭით რონალდუ მარადონას და პელეს გვერდით შეგვიძლია მოვიხსენიოთ. ამიერიდან მისი ამ ორ ვარსკვლავთან შედარება მხოლოდ ხალხზეა დამოკიდებული."

ბობი ჩარლტონი: "ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთ გენიალურ მოთამაშედ ჩამოყალიბდებოდა. ჩვენ ამას არ ველოდით! ბურთთან ერთად ისეთ რაღაცეებს აკეთებს რაც ჯერ არ მინახავს."

ჯორჯ ბესტი: ""მანჩესტერში" მოსული არაერთი ფეხბურთელი მონათლეს ახალ "ბესტად", მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა რონალდუსთან შედარება კომპლიმენტად მივიღე."

მან სასწაული შეძლო და ერთ სეზონში შვიდი პირადი ჯილდო მოიგო: "ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი" "ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი" "ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი" "ოქროს ბუცი" "ოქროს ბურთი" "მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი" და "პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელი" (მიუხედავად ამისა იმ წელს "ბარსელონას" ფანები ჯიუტად აცხადებდნენ ლეო მესი საუკეთესოაო)

მანჩესტერში თამაშის დროს, რონალდო ინტერვიუების 80%-ში ღიად აფიქსირებდა თავის სურვილს ეთამაშა "საუკუნის კლუბში".როგორც იქნა ახდა ყველა მადრიდელის და თავად კრისტიანუს ოცნება, ამიერიდან მას "მადრიდის რეალის" თეთრი ფორმა დაამშვენებს. dle 10.1

  • Gio
  • 11 აგვისტო 2009
  • 4138
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)