ზიდანის შემცვლელი:,,რეალს რამდენიმე ვარსკვლავი დააკლდება"

„ალავესთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია ზინედინ ზიდანის ნაცვლად დავიდე ბეტონიმ გამართა და წინასაპაექრო პერიპეტიები მიმოიხილა. ხვალ „ბლანკოსის“ დამრიგებლის სტატუსი სწორედ ბეტონის ექნება.


„ზინედინ ზიდანი თავს კარგად გრძნობს, მე მას გუშინ ვესაუბრე.“

„მარტინ ოდეგორზე ახლა ვერაფერს გეტყვით, ყველაფერს მომდევნო დღეები გვიჩვენებს, ნორვეგიელთან დაკავშირებით არაფერს გამოვრიცხავ.“

„რამოსი „ალავესთან“ ვერ დაგვეხმარება, იგივეს თქმა შემიძლია კარვახალზეც, რომელიც დღეს ვარჯიშობდა, მაგრამ 100%-ით მზად არ არის, ამიტომ არ გავრისკავთ.“

„„ალკოიანოსთან“ შეხვედრაზე მე ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებ, ამ კითხვის ადრესატი უფრო ზიზუა, ამიტომ ბოდიშს ვიხდი.“

„ბევრს ვმუშაობ იმისათვის, რომ გუნდმა თავი წარმატებით გაართვას არსებულ გამოწვევას. ზიზუ ფიზიკურად ჩვენთან არ იქნება, მაგრამ მატჩს მაინც ის წარმართავს.“

„მე და ზიდანს ყოველ დილით გვსიამოვნებს „ბლანკოსის“ ფეხბურთელების ნახვა. გაგვიმართლა, რომ აქ ვართ.“

„გუნდი ერთიანობას კიდევ ერთხელ აჩვენებს, დღევანდელ სესიაზე ბევრი საკითხი მიმოვიხილეთ და დარწმუნებულები ვართ გამარჯვებაში.“

„ტექნოლოგიები ნამდვილად არის იმ დონეზე განვითარებული, რომ ზიზუსთან მატჩის დროს კომუნიკაცია შევძლოთ. ჯერ-ჯერობით არ ვიცი, როგორ ვისაუბრებ მასთან.“

„ჩვენ ყოველდღე ერთი მიზნისთვის ვმუშაობთ. კიევში საშინელი წაგების შემდეგ ვითარება შევცვალეთ და ვეცდებით, რომ „ალკოიანოსთან“ მარცხის შემდეგაც სულ სხვა ფეხბურთი ვითამაშოთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 22 იანვარი 2021
  • 4182
  • 2

1

22 იანვარი 2021 18:51

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ამ თამაშის მომგებები ესენი არ არიან

2

23 იანვარი 2021 00:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1341
ციტატა: Guti-MURTO1992
ამ თამაშის მომგებები ესენი არ არიან

მაშინ საკითხავია ლიგაზეც ატალანტასთან

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)