ზიდანი:,,იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო"

ზინედინ ზიდანმა „ბილბაოსთან“ მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.


„ჩვენ საკმაოდ რთული მატჩი ჩავატარეთ. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მეტოქემ 2 მომენტი შექმნა და 2 გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ თამაშში გარდატეხის შეტანა გვმართებდა და ვფიქრობ, რომ მეტ გოლს ვიმსახურებდით. მხოლოდ ასენსიომ ერთხელ ძელს, ერთხელ კი ხარისხას გაარტყა ბურთი. ბენზემამ შესანიშნავად ითამაშა და 2 გოლი გაიტანა, თუმცა ერთ მომენტში მცირე მასშტაბის თამაშგარე დაინიშნა და გოლი არ ჩაითვალა. ასევე აღსანიშნავია, მატჩის მიწურულს რამოსის მომენტი, სადაც პენალტის დანიშვნის შემთხვევაში ვითარების შეცვლის შანსი კიდევ ერთხელ მოგვეცემოდა.“

„მატჩის შემდეგ ყველა ფეხბურთელს ვუთხარი, რომ ეს მარცხი მათი ბრალი არ არის, ამ საღამოს უბრალოდ იღბალი არ იყო ჩვენს მხარეს.“

„ახლა პესიმიზმის დრო არ არის, ლა ლიგისა და სამეფო თასის მატჩებზე უნდა გადავერთოთ და მაქსიმუმი გავიღოთ კარგი თამაშის საჩვენებლად. ძალიან სამწუხაროა სუპერთასის დათმობა, მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევით.“

„ბოლო მატჩებში 2 ფრე და 1 წაგება დავაფიქსირეთ, რაც თავისთავად ძალიან ცუდი შედეგია, ამიტომ მომდევნო მატჩებიდან სწორედ იმ წერტილს უნდა დავუბრუნდეთ, რომელზეც თუნდაც 2-3 კვირის წინ ვიდექით და ყველა მატჩის მოგებას ვახერხებდით.“

„აზარს ვენდობი, მის კლასში დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ სულ მალე ბევრი გოლის გატანას შეძლებს.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 15 იანვარი 2021
  • 4812
  • 4

1

15 იანვარი 2021 12:04

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ესს გაააჯვავს მეორეე წელსსს 🙂 ეს ხისთავიანი ვინააა რაა შეეეცი ბიჭოოო არ ვასკეს დედას უტყნავს უეჭველი ეს ჩუმათ ან ცოლს ჟიმავს ამისას😯 ბენზემა და ვასკესი აიჩეემააა ტიპმაააა. მოითხოვეე ტრანსფერეები თუარაა და წადიი სანამ სახელი შემოგრჩენიაა ამ გუნდში ,

2

15 იანვარი 2021 13:47

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
იღბალი კი არა ვასკესი არ იყო ზიზუ თქვენსკენ გუშინ

3

15 იანვარი 2021 13:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ეს სრულად ზიდანის სიჯიუტემ. წააგო ენდობა დაბალი დონის ფეხბირთელებს, ჩემი აზრით ზიდანმა რეალში ამოწურა ყველაფერი, უნდა წავიდეს, წელს ვერაფერს მოიგებს რეალი იმედია ზიდანს გაუშვებენ და რაულს მოიყვანენ

4

15 იანვარი 2021 19:42

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ისე მიდის საქმე ბარსა რომელიც ყველა ასპექტში მიწასთანაა გასწორებული მემგონი წლის ბოლოს ჩვენზე უკეთესს შედეგს დადებს.
და აი მაშინ გაასხმევინებენ ტლოპინას იმედია რადგან ყველანაირი სამწვრთნელო რესურსი ამოურა რეალში უკვე

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)