კაკა მაიკონის 'გამადრიდისტებას' მიესალმება

მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, რიკარდო კაკამ, თანამემამულე, დუგლას მაიკონს, ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე სამეფო კლუბში გადაბარგება ურჩია. რიკის თქმით, დუგლასი მადრიდული გრანდისთვის საუკეთესო შენაძენი იქნება, რადგან "თეთრებს" დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვთ. მაიკონი კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია.


"მოხარული ვიქნები, თუ მომავალ სეზონს, დუგლას მაიკონთან ერთად გავატარებ. ძალიან მინდა ბრაზილიელი მცველი, მადრიდის რეალში ვიხილო, რადგანაც ჩვენს გუნდს უკანა ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს. ვფიქრობ, სერხიო რამოსი მსოფლიოს საუკეთესო ფლანგელია, იგი უნივერსალი ფეხბურთელია, მაგრამ ერთ მატჩში ის ყველა ფუნქციის შეთავსებას ვერ ახერხებს, სწორედ ამიტომ მინდა დუგალსის გამადრიდისტება... აბა წარმოიდგინეთ მარჯვენა ფლანგზე სერხიო რამოსი, მარცხნივ დუგლას მაიკონი, ნუთუ ასეთი დაცვის აღება შესაძლებელია?"

"რაც შეეხება მაურინიოს... ჟოზე შესანიშნავი მწვრთნელია, ერთი სული მაქვს მასთან ერთად როდის ვიმუშავებ..."


ინფორმაციის წყარო: Soccernet

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)