ლუკა მოდრიჩი:„მე მსურს „რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება“

ლუკა მოდრიჩმა ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალის წინ ჟურნალისტებთან შეხვედრა და პრესკონფერენცია გამართა.


„შესანიშნავად განწყობაზე ვართ. აბსოლუტურად მთელი ყურადღება „ბილბაოსთან“ მატჩზე გვაქვს გადატანილი და ვიმედოვნებ, გამარჯვებას მივაღწევთ.“

„ზიდანი ყოველთვის ყველას აძლევდა შესაძლებლობებს. შემადგენლობის დაკომპლექტების მხრივ მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ზიდანია, ამიტომ ყველა მას ემორჩილება.“

„ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვით. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვთვლი, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის. ვნახოთ, საბოლოო ჯამში რა შედეგს მივიღებთ.“

„ჩვენ არ ვეძებდით ცუდი თამაშის მიზეზებს, ამიტომ ხავიერ ტებასს ვერ დავეთანხმები, თუმცა ეს უკვე ჩავლილი საკითხია და ვეღარ გამოსწორდება. ის, რომ პამპლონაში საშინელი პირობები იყო და გუნდს შესაძლებლობების სრული გამოვლენა არ შეეძლო ფაქტია.“

„სერხიო რამოსისა და გუნდის ხელმძღვანელობის მოლაპარაკებებზე ნამდვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს. ამ შემთხვევაშიც მიმდინარეობს პროცესი, რომლის დეტალებს კარგად არ ვიცნობ. ეს არ არის ჩემი კონტრაქტი ამიტომ ბევრი განმარტება და მეტი ასპექტის თქმა არ შემიძლია. თუ რამოსი არ განაახლებს, ყველა დამწუხრებული დარჩება, მაგრამ ეჭვი არვის ეპარება, რომ კაპიტანი „მერენგების“ სადარაჯოზე კიდევ დიდხანს დარჩება.“

„დიახ, 35 წლის ვარ და ეს არ არის პატარა ასაკი, თუმცა ვთვლი, რომ მთავარი ის არის, რასაც მოედანზე ვაკეთებ. ვთვლი, რომ კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე შემეძლება უმაღლეს დონეზე თამაში. ფიზიკური თვალსაზრისით თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ამიტომ კარიერის დასრულებაზე ჯერ-ჯერობით არ ვფიქრობ.“

„აზარი სამეფო კლუბს ტიტულების მოგებაში აუცილებლად დაეხმარება. გამუდმებულმა ტრავმებმა ბელგიელ მოთამაშეს პრობლემები შეუქმნა.“

„მარტინ ოდეგორი ძალიან მაღალი დონის ახალგაზრდაა, რომელსაც დიდი პერსპექტივა აქვს. ვფიქრობ, ნორვეგიელმა სათამაშო წუთები სათავისოდ უნდა გამოიყენოს ხოლმე და ყველას აჩვენოს, რომ განსაკუთრებულია.“

„სუპერთასს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს. ყველას გუნდს აქვს შანსი, რომელიც ტურნირზე მონაწილეობას იღებს. ჩვენ ვეცდებით, რომ „ბილბაოს“ მოვუგოთ და ფინალში გავიდეთ, რაც თასთან კიდევ უფრო მიგვაახლოვებს.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 13 იანვარი 2021
  • 2928
  • 1

1

13 იანვარი 2021 23:54

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ამ სიტყვებს რომ ამბობს ზიზუ იმენა მეცინება: ჩემს განკარგულებაში 25 ფეხბურთელია. რთულია ყველაფრის გადანაწილება, მაგრამ ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, რომ შანსი ყველას მივცე.“...............ვის აძლევს შანს?? რამოსი როცა არ იყო მაშინაც არ ათამაშებდა მილიტაოს, დაალპო სკამზე 50 მილიონი კი გადაიხადეს, ოდრიოზოლაზე არაფერს ვიტყვი არ არის მაღალი დონის მცველი მაგრამ კარვახალი როცა არ იყო შეიძლებოდა შანსი მიეცა რამოდენიმე თამაშში მაინც, მარსელომ არ იცს დაცვაში თამაში გასაგებია მაგრამ შეტევაში მე პირადად მირჩევნია მენდის, მენდიმ იცის მარტო გაიქეცი გაიგდე ბურთი ვინიციუსისავით, ოდეგორი ხომ თავიდან სეზონის დაწყებისას ათამაშა მარტო რამოდენიმე თამაში სასტარტოში იმის მერე ეგაც დაალპო სკამზე ისკოსთან ერთად, რომელიც მე მაგრად მომწონს და არავინ თქვას კლასი არ აქვსო, მასაც დაავიწყა ფეხბურთის თამაში, იოვიჩზე და მარიანოზე არაფერს ვამბობ, ეგენი ხომ ვაფზე, პირველები არიან სკამის ხეხვაში, გავიგე რომ ეს ბენზემა ძირითადში უნდა იყოს სულ, ამ სეზონში ჰქონდა ბევრი კარგი თამაშიც და ბევრი ცუდიც, ბოლო 3 თამაშია კარში არ დაურტყამს საერთოდ, ხომ შეიძლება ამ ბიჭებს მისცეს ნახევარი საათი მაინც, ან ბენზემა დასვას სკამზე რამოდენიმე თამაში და შეცვლაზე შემოიყვანოს, მაგრამ არა. თურმე ყველას აძლევს შანსს.....გადაიწვა ეს შემადგენლობა უკვე, ძალიან ბევრს ეტყობა დაღლა და უმუღამიდ თამაშობენ, ერთადერთი კაცი ვინც სულ ხოდზეა და ცდილიბს რომ მაქსიმუმი გააკეთოს ყველა თამაშში ეს არის მოდრიჩი, რომელიც მართლაც შეუცვლელი კაცია დალშე არ ვიცი რა გვეშველება, ბევრი რამე ზიზუს ბრალია და შესაცვლელია ბევრი რამ, თუ კიდე ფიქრობენ წელს ლა ლიგაზე იბრძოლონ მაგრამ აღარ უნდათ ბრძოლა აშკარად ეტყობათ. ატლეტიკოს ისე ადვილად მოუგეს მეთქი ჰაა ათამაშდებიან და ეგაა, და თურმე რას ათამაშდებიან, ისევ რეგრესისკენ წავიდა გუნდი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (105)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)