პოჩეტინო:„მბაპემ სრული კონცენტრაცია კლუბზე უნდა მოახდინოს“

მაურისიო პოჩეტინომ „პსჟ“-ს პრიორიტეტებზე ისაუბრა...


„მე ვფიქრობ, რომ „პსჟ“-ში თამაშს ყველა არ იმსახურებს, მაგრამ ახლანდელი შემადგენლობა ნამდვილი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული, რომელსაც ნებისმიერი ტიტულის მოგება შეუძლია.“

„კილიან მბაპე შესანიშნავი ახალგაზრდაა, ვერ დამისახელებთ ვერცერთ გრანდს, რომელიც ფრანგის საკუთარ შემადგენლობაში ყოფნას არ მოაწერდა ხელს.“

„ახალგაზრდას უკვე ვუთხარი, რომ „რეალი“ და სხვა გრანდები მისთვის ყოველთვის იბრძოლებენ, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი „პსჟ“-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა იყოს.“

„ამ ეტაპზე ძირეული ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა ვაპირებ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალამდე გარკვეული შტრიხები შევცვალო და ჩემმა კლუბმა უფრო სოლიდური ფეხბურთი ითამაშოს.“

„მიზანი ყველა ტურნირის მოგებაა, მაგრამ საფრაგენთში სულ ახლახანს ჩამოვედი და რა თქმა უნდა, მჭირდება გარკვეული დრო, რათა გეგმების განხორციელება შევძლო.“

„ნეიმარი დღევანდელი მსოფლიოს ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია, მისი სტილის მოთამაშეები ყოველთვის ალამაზებენ ფეხბურთს.“

„სატრანსფერო პრიორიტეტებზე საუბრის დრო ახლა ნამდვილად არ არის.“


dle 10.1

  • Hala
  • 4 იანვარი 2021
  • 7218
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (380)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)