ზიდანის „რეალმა“ ბურთის ფლობის ყველაზე დაბალი პროცენტი დააფიქსირა

მას შემდეგ, რაც ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალს“ ჩაუდგა სათავეში, გუნდმა საშინაო არენაზე ბურთის ფლობის ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი დააფიქსირა.


„სელტასთან“ დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, იყო მომენტები, სადაც ბურთს მეტწილად „ბლანკოსი“ აკონტროლებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში „მერენგებს“ 41%-იანი ბურთის ფლობის მაჩვენებელი დაუფიქსირდათ, რაც საშინაო არენაზე უპრეცენდენტო შემთხვევაა.

საინტერესოა სხვა ციფრებიც, რომელიც გუშინდელ შეხვედრაში ვიხილეთ. კერძოდ, „რეალმა“ ჯამში 469 გადაცემა გააკეთა, თანაც მაშინ, როდესაც კოუდეტის გუნდის მაჩვენებელი გადაცემების გრაფაში 672 იყო.

სამეფო კლუბმა შეტევა 103-ჯერ წამოიწყო, საიდანაც იერიშმა მწვავე ხასიათი 45 შემთხვევაში მიიღო. იგივე კომპონენტში „სელტა“ 137 წამოწყებული შეტევით იწონებს თავს, მაგრამ მწვავე ხასიათი ვიგოელთა იერიშის მხოლოდ 36-მა შემთხვევამ მიიღო.

საინტერესოა ერთი კომპონენტიც, რომელიც თამაშის წესების დარღვევას აღბეჭდავს. მსაჯმა 90 წუთის მანძილზე 28 ჯარიმა დადო, გუნდებმა 14-14-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესი. dle 10.1

  • Ramos
  • 3 იანვარი 2021
  • 1143
  • 3

1

3 იანვარი 2021 14:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 818
ვარანს ვასკესის ტრაკში რატოაქ ხელი

2

3 იანვარი 2021 14:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1803
მთავარი 3 ქულაა.ჟოზე მოურინიოსი არ იყოს.დროის გასაყვანად შემოყვანილი მარიანო დიასი 91 წუთზე ეს მაგარი ტაქტიკაა
-----------------------
Decimotercero

3

3 იანვარი 2021 17:49

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Eg asensioa dzma
😅😅😅

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (380)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)