„რეალმა“ 2020 კალენდარულ წელს ლა ლიგაში ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა!

2020 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგაში ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა.


„მერენგების“ ანგარიშზე 83 ქულა ფიქსირდება. მეორე პოზიციაზე 73 ქულით „ატლეტიკო“ გავიდა, თუმცა ამ გუნდს „ბლანკოსზე“ 2 დაპირისპირებით ნაკლები დაუფიქსირდა. ორივეს მოგების შემთხვევაშიც „როხიბლანკოს“ შედეგი 79 ქულა იქნება.

მესამე პოზიციაზე „ბარსელონაა“ 68 ქულით, ამ გუნდის მაქსიმუმი დამატებით 1 მატჩი რომ ეთამაშა, რომელიც ჯერ კიდევ რეზერვში აქვს, 71 ქულა იქნებოდა.

2020 კალენდარული წლის საუკეთესო ბომბარდირი ლეო მესია, არგენტინელმა გასულ წელს ლა ლიგაში 19 ბურთის გატანა შეძლო.

„ბლანკოსმა“ 2020 წელს ლა ლიგაში 26 მატჩი მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და ასევე 5 წააგო. ზიდანის გუნდის ანგარიშზე 68 გატანილი და 28 გაშვებული გოლი დაფიქსირდა.

წინ გამოწვევებით სავსე 2021 წელია, სადაც სამეფო კლუბის ქომაგები საყვარელი გუნდისგან ელიან, როგორც ტიტულებს, ასევე მნიშვნელოვან ტრანსფერებს ზაფხულში. dle 10.1

  • Ramos
  • 1 იანვარი 2021
  • 585
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (268)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)