Marca - „რეალის“ ვარსკვლავებმა ზიდანს მოთხოვნა წაუყენეს!

„მარკას“ ცნობით, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ზინედინ ზიდანს მოთხოვნა წაუყენეს. ეს ამბავი კონკრეტულად „შახტართან“ დაპირისპირებას უკავშირდება, როდესაც გუნდმა წააგო და უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა.


სერხიო რამოსი, ტონი კროოსი, ბენზემა, მოდრიჩი და კაზემირო უკრაინულ კლუბთან მარცხის შემდეგ ზიდანს შეხვდნენ და მოთხოვნა წაუყენეს, რომელიც როტაციის დროებით შეჩერებას გულისხმობდა.

კონკრეტულად მოდრიჩმა ყველა მატჩში სასტარტოში დაყენებაზე გამოაცხადა პრეტენზია და ზიზუს პირობა მისცა, რომ ბოლომდე დაიხარჯებოდა.

შედეგი სახეზეა. ამ შეხვედრის შემდეგ „ბლანკოსმა“ 6 დაპირისპირება გამართა და ყველა მოიგო.

ამ ნაბიჯით ფეხბურთელებმა მთავარ მწვრთნელს აუხსნეს, რომ ძირითადი ბირთვი ჯერ არ შეცვლილა და მუდმივი როტაცია კარგი შედეგის მომტანი არ იქნება.

ვნახოთ, როგორ გაითვალისწინებს ზინედინი ვარსკვლავების რეკომენდაციას იანვარში, სადაც გუნდს ბევრი საპასუხისმგებლო მატჩი აქვს ჩასატარებელი. dle 10.1

  • Bernabeu
  • 26 დეკემბერი 2020
  • 9061
  • 1

1

26 დეკემბერი 2020 23:10

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ისევ ამათ მოაგვარეს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (357)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)