ზიდანი:,,რეალი ლა ლიგის მოგებისთვის ბოლომდე იბრძოლებს"

ზინედინ ზიდანმა „გრანადასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.


„დამსახურებულ გამარჯვებას მივაღწიეთ. ზედიზედ 6 თამაშის მოგება მარტივი არ არის, მაგრამ ვალდებულები ვიყავით 3 ქულა ჩაგვეწერა აქტივში. ჩვენი მიზანი ლა ლიგის მოგებაა.“

„პირველი ტაიმი ძალიან რთული იყო, ხოლო მეორე ბევრად უკეთესი, რამაც საბოლოო ჯამში კარგი შედეგები მოგვცა.“

„თამაშამდეც ვამბობდი, რომ იოლი დაპირისპირება არცერთ შემთხვევაში არ გვექნებოდა.“

„წარმატების გასაღები ინტენსივობის მომატება და ტემპი გახლდათ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სწრაფად მიგვეღო გადაწყვეტილებები.“

„კაზემირო თავით ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს, ის ეფექტურია, როგორც საკუთარ პოზიციაზე, ასევე დაცვასა და წინა ხაზში. ბრაზილიელი ხშირად მახსენებს სერხიო რამოსს და რაფაელ ვარანს, რომლებიც მეორე სართულზე ბრწყინვალეები არიან.“

„2021 წელს ძალიან დიდი გეგმები გვაქვს და ყველას ვუსურვებ, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოს. ფეხბურთელებმა იციან რა მიზანი გვაქვს და ყველაფერს გააკეთებენ წარმატების მისაღწევად.“

„აზარმა არ ითამაშა, რადგან ამის საჭიროება არ დამდგარა, ბელგიელთან დაკავშირებით არ გავრისკე.“

„ისევ როტაციაზე მეკითხებით? მე გპასუხობთ იგივეს, ცვლილებები აუცილებლად იქნება.“

„სეზონი ძალიან გრძელია და უნდა ვეცადოთ, რომ არსებულ გეზს არ გადავუხვიოთ და წარმატებული სვლა განვაგრძოთ.“

„ყველა მატჩს რა თქმა უნდა ვერ მოვიგებთ, თუმცა მაქსიმუმი უნდა გავიღოთ.“

„ფეხბურთელების მხრიდან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ, ისინი გვერდში რთულ მომენტში დამიდგნენ და ასე იქნება მომავალშიც, თუმცა არასდროს ვითვალისწინებდი კრიტიკოსების უაზრო პოზიციებს. თუ მწვრთნელის თანამდებობის დატოვება მომიწევს, ამას ნებისმიერ დროს გაგებით მოვეკიდები.“ dle 10.1

  • Ramos
  • 24 დეკემბერი 2020
  • 1973
  • 5

1

24 დეკემბერი 2020 11:26

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აზარი უკვე ძაან ტვინის .... რა გაატრაკა რა ვინაა ეს ბიჯო

2

24 დეკემბერი 2020 11:36

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
წელს ატლეტიკო ძაან დიდ კონკურენციას გაგვიწევსს.ბენზო პიჩიჩისთვის ბრძოლაში პირველზეა თან პენალტების არ ურტყავს😎 რამოსმა რომ დაუთმოს ხოლმე კარგი იქნება🙃😏

3

24 დეკემბერი 2020 13:23

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: guti14
წელს ატლეტიკო ძაან დიდ კონკურენციას გაგვიწევსს.ბენზო პიჩიჩისთვის ბრძოლაში პირველზეა თან პენალტების არ ურტყავს😎 რამოსმა რომ დაუთმოს ხოლმე კარგი იქნება🙃😏

საქმეც ეგაა რო არუთმობს, ეგკიარა ყველა ჯარიმაზე გარჭობილი როა კაი დამრტყმელივით.... კროოსი მოდრიჩი ბევრად კარგი დამრტყმელები არიან ჯარიმის მაგრამ სარგებლობს კაპიტნის სამკლაურით. შარშანაც რამდენი პენალტი დაარტყა როცა ბენზემა იბრძოდა ბომბარდირობაზე.

4

24 დეკემბერი 2020 16:20

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: BEQA MADRID
ციტატა: guti14
წელს ატლეტიკო ძაან დიდ კონკურენციას გაგვიწევსს.ბენზო პიჩიჩისთვის ბრძოლაში პირველზეა თან პენალტების არ ურტყავს😎 რამოსმა რომ დაუთმოს ხოლმე კარგი იქნება🙃😏

საქმეც ეგაა რო არუთმობს, ეგკიარა ყველა ჯარიმაზე გარჭობილი როა კაი დამრტყმელივით.... კროოსი მოდრიჩი ბევრად კარგი დამრტყმელები არიან ჯარიმის მაგრამ სარგებლობს კაპიტნის სამკლაურით. შარშანაც რამდენი პენალტი დაარტყა როცა ბენზემა იბრძოდა ბომბარდირობაზე.

ხო რო დაუთმოს უკეთესი იქნება, თან ბენზო კარგად ურტყამს ძალიან იშვიათად რო გამაზოს

5

25 დეკემბერი 2020 04:51

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აღარ გვეღირსა აზარის თამაში. ტიპი გაქრა საფეხბურთო სამყაროდან.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (175)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)