კრიშტიანო: მოურინიო შესანიშნავი პიროვნებაა

სამეფო კლუბის ფეხბურთელმა, კრიშტიანო რონალდომ, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა. პორტუგალიელის აზრით მისი თანამემამულე შესანიშნავი პიროვნებაა და მათ არ გაუჭირდებათ ერთმანეთის გაგება, რადგან ორივეს ერთი სურვილი აქვს : "რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება."


"ჟოზე შესანიშნავი პიროვნებაა, მე მასთან რამდენჯერმე მქონია შეხება და ვიცი, რომ იგი ძალიან მომთხოვნია. მწვრთნელისთვის ეს თვისება ძალიან კარგია. სიმკაცრე ყველა გუნდში აუცილებელი და საჭიროა."

"მე და მოურინიო თანამემამულეები ვართ, დარწმუნებული ვარ მსოფლიო ჩემპიონატის დროს იგი პორტუგალიის ნაკრების დიდი გულშემატკივარი იქნება, ვეცდები მას იმედები არ გავუცრუო და ეროვნულ ნაკრებთან ერთად ჩემპიონის ტიტული მოვიგო. არ მსურს კარიერის ისე დასრულება, რომ მსოფლიო ჩემპიონი ვერ გავხდე, ეს ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნება და უდიდესი ბედნიერებაა."

"მომავალ სეზონში ახალ მწვრთნელთან ერთად ძალიან დიდი გეგმები გვაქვს, მადრიდის რეალი აუცილებლად მოიგებს ესპანეთის ჩემპიონატს და ჩემპიონთა ლიგას, რომელიც გუნდს უკვე 8 წელია არ მოუგია, 2011 წლის ჩემპიონი სწორედ "ბლანკოსი" უნდა გახდეს და ჩვენ ვიბრძოლებთ ამისთვის." dle 10.1

  • Hala
  • 4 ივნისი 2010
  • 1973
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)