ზიდანი:„ზამთარში ტრანსფერებზე აქტიურობა არ იგეგმება“

ზიდანმა „გრანადასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.


„„გრანადა“ ძალიან სახიფათო გუნდია, რომელიც ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს. ამ გუნდის კარში გოლის გატანა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ აღებული გეზის შეცვლას არ ვაპირებთ და აუცილებლად ვეცდებით აქტივში 3 ქულის ჩაწერას.“

„ლუკა მოდრიჩს მცირე დისკომფორტი აქვს და „გრანადას“ წინააღმდეგ მოედანზე ვერ გავა.“

„კუმანის სიტყვებზე დიდი შეფასებების გაკეთებას არ ვაპირებ. ყოველთვის დისკომფორტია, როდესაც მსაჯები კრიტიკის ობიექტები ხდებიან. რა თქმა უნდა, მეც იმ ადამიანების სიაში ვარ, ვისაც არ ესიამოვნა „ბარსელონას“ მწვრთნელის გამოსვლა.“

„სუპერლიგა? ამაზე ფიქრის დრო ჯერ არ არის. ჩემი მთავარი საფიქრალი მომდევნო დაპირისპირებებია.“

„როტაცია სეზონის თანმდევი მოვლენაა. დიახ, ბოლო დროს ცვლილებებს არ მივმართავდი, მაგრამ იგივე მოხდება მომავალშიც. მე მაქსიმალურად ვცდილობ, შანსი ყველას მივცე და რესურსის გადანაწილება შევძლო.“

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იკერ კასილიასი დაბრუნდა, ყველამ ვიცით, რას ნიშნავს ლეგენდა სამეფო კლუბისთვის.“

„აზარი მოედანზე გასასვლელად მზად არის. ბელგიელი ფეხბურთელი კარგად ვარჯიშობს და ცდილობს უმაღლესი დონე აჩვენოს. „7“-იანი წუთებს მიიღებს.“

„მე ვფიქრობ, რომ კარიმ ბენზემა ფორმის პიკს უახლოვდება და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს გუნდურ წარმატებაში.“

„ზამთარში ტრანსფერებზე ბევრ აქტიურას არ ვგეგმავთ.“

„ისკოს ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ალარკონმა მოუმატა და გუნდის დასახმარებლად მზად არის.“

„ასენსიოს დიდ ნდობას ვუცხადებ, მას ექნება ნამდვილად დიდი მომავალი.“

„და ბოლოს. შემიძლია გითხრათ, რომ „გრანადასთან“ მხოლოდ მოგება დაგვაკმაყოფილებს, ჩვენ ვიცნობთ ამ გუნდს და ვიცით, რა გეგმა უნდა შევიმუშავოთ.“ dle 10.1

  • Ramos
  • 22 დეკემბერი 2020
  • 7061
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (375)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)