„რეალის“ მესამე ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლა დირექტორთა საბჭოსთან!

მადრიდის „რეალის“ მესამე ვიცე-პრეზიდენტმა, პედრო ლოპეს ხიმენესმა დირექტორთა საბჭოს დღევანდელ ღონისძიებაზე სიტყვით მიმართა.


„კორონავირუსიით პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი დიდ ზეგავლენას ახდენს დიდ კლუბებზე, ვინაიდან მათი ხარჯების 70%-ით პერსონიფიცირებულია და ეკონომიკური გაანგარიშება სხვაგვარად ხდება.“

„პატარა კლუბებს შედარებით ნაკლები ზარალი აქვთ, მაგრამ როდესაც საქმე მსოფლიო გრანდებს ეხებათ, პრობლემა მასშტაბური და რთულად აღმოსაფხვრელია.“

„კლუბმა განაახლა სააბონენტო გადასახადი. სერიოზული რეგრესი გვაქვს სტადიონიდან და მუზეუმიდან მიღებულ შემოსავლებშიც. არსებულმა პანდემიამ ფაქტობრივად დახურა ის წყაროები, რომლითაც სამეფო კლუბის არაერთი პროექტი ფინანსდებოდა.“

„საერთო გადასახადების სახით, „რეალის“ მაჩვენებლები მართლაც კოლოსალურია, კლუბს შემოსავლების 28%-ის მხოლოდ საგადასახადო ვალდებულებებში მიმართვა უწევს. უფრო ღია სურათისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველ შემოსულ 100 ევროზე, 28 ევრო გადასახადის სახით გვაკლდება, დანარჩენი თანხა კი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ამ მხრივ 2020-ში ჩვენ უვე მოგვიია 286 მილიონ ევროზე მეტის გაღება.“

„კოვიდპანდემიამ ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა წმინდა ვალზე. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური კრიზისი მძინვარებს, 2021 წელს არ იგეგმება სამეფო კლუბის პერსონალის შემცირება და ჩვენ თითოეული ადამიანის უზრუნველსაყოფად ყველაფერს გავაკეთებთ.“

„გასულ წლებში ჩვენი მენეჯმენტი ბრწყინვალედ მუშაობდა და არნახული ზრდა გვქონდა. პოზიტიური ზრდის დინამიკამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაგვადგმევინა წინ. მერწმუნეთ, რომ არა გასულ წლებში ეფექტური მუშაობა და ეკონომის ზრდა, ახლა სულ სხვა რეალობა გვექნებოდა.“

„ვიცით, რომ 2021 წელი გამოწვევებით სავსე იქნება, მადრიდის „რეალი“ მაქსიმალურად ეცდება პრობლემების დაძლევას და დადებითი დინამიკის შენარჩუნებას. ჩვენ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი გაგრძელებასა და წამოწყებას ვგეგმავთ, რასაც სჭირდება ფინანსური რესურსი, მაგრამ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება.“ dle 10.1

  • Ramos
  • 20 დეკემბერი 2020
  • 1123
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (114)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)