2022 წლამდე „რეალი“ 7 ფეხბურთელის ყიდვას გეგმავს!

მადრიდის „რეალი“ სულ მალე 2021 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. დირექტორთა საბჭოსთან ერთად ფლორენტინო პერესი სამომავლო პერსპექტივას განიხილავს და აუცილებელ ტრანსფერებზე აკეთებს აქცენტს.


„ბლანკოსი“ 2022 წლის ბოლომდე 7 ფეხბურთელის ყიდვას აპირებს, რომლებიც ახალ გალაქტიკოს შექმნიან და ახალ ისტორიას დაწერენ.

სამეფო კლუბის უპირველეს მიზნად კვლავ რჩება კილიან მბაპეს ტრანსფერი, ასევე დღის წესრიგში დგას ერლინგ ჰონალდის გამადრიდელებაც, რომელიც კარიმ ბენზემას შემცვლელად განიხილება.

„რეალი“ აუცილებლად დაიმატებს ედუარდო კამავინგასაც, რომელმაც „რენს“ უარი უთხრა და სამეფო კლუბისკენ უჭირავს თვალი.

მეოთხე ფეხბურთელი, რომელიც „რეალის“ რადარზეა და სერხიო რამოსის შესაძლო შემცვლელად განიხილება „ვილიარეალის“ ლიდერი, 23 წლის პაუ ტორესია.

გარდა ამისა კვლავ დღის წესრიგში დგას პოლ პოგბას ტრანსფერიც და დიდი ალბათობით 2021 წლის ზაფხულში აუცილებლად გავიგებთ ფრანგის საბოლოო გადაწყვეტილებას.

სამეფო კლუბი ასევე აპირებს სერხიო რეგილონის დაბრუნებასაც, რომელიც მადრიდში მარსელოს შეცვლის. ბრაზილიელის წასვლა ფაქტობრივად, გარდაუვალია. „ტოტენჰემში“ გაშვებული ფეხბურთელის კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „ბლანკოსს“ 2022 წლამდე აქვს უფლება ესპანელი გამოისყიდოს, თუ ლონდონურ კლუბს 45 მილიონს გადაუხდის.

და ბოლოს, სამეფო კლუბი აუცილებლად განიხილავს კარვახალის შემცვლელის საკითხსაც. ზიდანი ოდრიოზოლას არ ენდობა და დანის შემცვლელს ეძებს. მარჯვენა ფლანგზე რამდენიმე მოთამაშის კანდიდატურა განიხილება, მათ შორის არის აშრაფ ჰაკიმიც, რომლის სატრანსფერო თანხის გადახდას „ინტერი“ „რეალისთვის“ დღემდე ვერ ახერხებს, ვინაიდან სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისშია. dle 10.1

  • Ramos
  • 20 დეკემბერი 2020
  • 5377
  • 1

1

21 დეკემბერი 2020 12:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1963
ეს ფეხბურთელები თუ დაიმატეს,რეალი ძველ დიდებას დაიბრუნებს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)