ზიდანი:„იანვარში არაფერია გამორიცხული, მათ შორის ტრანსფერებიც“

ზინედინ ზიდანმა „ეიბართან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.


„ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ „იპურუაზე“ გასამართ დაპირისპირებას, ვინაიდან ვთვლით, რომ 3 ქულა ძალიან გვჭირდება. ვაფასეთ მეტოქის ძალას და ვიცით, რომ რთული შეხვედრა გველის, თუმცა მხოლოდ გამარჯვებაზე დაგვაკმაყოფილებს.“

„პოგბა და ისკო? მე მხოლოდ ალარკონზე საუბარი შემიძლია, ვინაიდან ის ჩემი ფეხბურთელია, პოლი კი „მანჩესტერს“ ეკუთვნის.“

„იმედი ვიქონიოთ, ედენ აზარი სწრაფად დაბრუნდება, ბელგიელმა ტრავმა უკვე მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მისი მოედანზე გასვლა სულ მალე მოხდება.“

„ბენზემასთან დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი, თუმცა ჩვენ სხვადასხვა ეპოქის ფეხბურთელები ვართ, შესაბამისად ასე ვერ მოხდება.“

„საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს და ასე უნდა გავაგრძელოთ. როტაცია ამ შემთხვევაში გარდაუვალია, ვინაიდან ძალიან ბევრი შეხვედრის გამართვა გვიწევს, რაც დიდ ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს.“

„ვინისიუსი არ ითამაშებს, რადგან გასტროენტერიტი აწუხებს. ბრაზილიელი მოთამაშის „იპურუაზე“ გამოყენება სწორი არ იქნება, ის შესაბამის მკურნალობას ჩაიტარებს და შემდეგ დაგვიბრუნდება.“

„2020 წელს არ შევაფასებ, მე ვარ მწვრთნელი, რომელიც ძალიან ბედნიერი უნდა იყოს, ვინაიდან მსოფლიოს საუკეთესო კლუბს უდგას სათავეში.“

„გუნდთან კონტრაქტი 2022 წლამდე მაკავშირებს, ამიტომ განახლებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ახლა მხოლოდ 2020 წლის ბოლოა. მე ვფიქრობ ფეხბურთელებსა და მათ მომავალზე.“

„სერხიო რამოსი ძალიან უვლის საკუთარ თავს და სწორედ ამიტომ არის მოწოდების სიმაღლეზე. კაპიტანს ფეხბურთში კიდევ დიდხანს ვხედავ, ვინაიდან მისი ფიზიკური კონდიციები საოცარია. ვიცი, რომ ესპანელს „რეალში“ დარჩენა სურს, ამიტომ ის კონტრაქტს აუცილებლად გაახანგრძლივებს.“

„მარსელო დიდი პროფესიონალია, ისიც მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი კონდიციების გაუმჯობესებას. ვიცე-კაპიტანი ნებისმიერ დროს მზად უნდა იყოს მოედანზე გასასვლელად.“

„აზართან მიმართებაში გარისკვას არ ვაპირებ. ეს იქნება დიდი სისულელე და რისკის შემცველი გადაწყვეტილება. 2020 წელი ბელგიელისთვის ძალიან რთული იყო, მას არაერთი დაზიანების გადატანა მოუხდა. ვიმედოვნებ, რომ მისი დაბრუნება საფუძვლიანი გახდება და ტრავმას აღარ მიიღებს, მისი დონის ფეხბურთელის საჭიროება გუნდში ყოველთვის არსებობს.“

„მე მყავს 25 ფეხბურთელი, რომელსაც პატივს ვცემ და ვენდობი. რა მოხდება იანვრის სატრანსფერო ბაზრის დროს არავინ იცის, აბსოლუტურად არაფერს გამოვრიცხავ.“ dle 10.1

  • Ramos
  • 19 დეკემბერი 2020
  • 1785
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (64)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)