კილიან მბაპეს „რეალში“ ტრანსფერზე მნიშვნელოვანი სიახლეა

ესპანური გამოცემების ცნობით, ფრანგულ „პსჟ“-ს კორონავირუსული ინფექციის გავრცელებამ წლის ბოლოს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.


მიუხედავად დიდი ბიუჯეტისა და არნახული თანხებისა, პარიზელებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ ფინანსების მხრივ.

„ას“-ის ინფორმაციით, პრობლემების ნაწილობრივ მოგვარების გამო „პსჟ“ აპირებს, რომ 2 ფეხბურთელი გაყიდოს, ესენი არიან ჟულიან დრაქსლერი და პარედესი. აღნიშნული მოთამაშეების სანაცვლოდ ფრანგები მინიმუმ 50 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ, მაგრამ ამით პრობლემები არ გვარდება.

მბაპეს 200 მილიონად გაყიდვის შემთხვევაში, 2020 წელს არსებული კრიზისი მეტწილად მოგვარდება და ფრანგულ კლუბს ფინანსური Fair Play-ს მხრივაც აღარ ექნება პრობლემები.

იმ ფონზე, რომ კილიანი ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, დრო სწორედ ფეხბურთელზე მუშაობს და არ ამის გუნდზე. რაც უფრო დიდი დრო გადის, მბაპეს ფასი ეცემა, ვინაიდან ის თავისუფალი აგენტის სტატუსის მიღებას უახლოვდება.

თუ 2021 წელს პარიზელები მბაპეს არ გაყიდიან, 2022-ში ის უფასოდ დატოვებს ჰელაიფის კოლექტივს, რაც ნამდვილად არ შედის „დედაქალაქელთა“ გეგმებში.

„ას“-ის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული გარემოებები ქმნის ერთ დიდ კომპლექსურ პრობლემას, რომელსაც მბაპეს „რეალში“ გადასვლა მარტივად გადაწყვეტს. dle 10.1

  • Ramos
  • 19 დეკემბერი 2020
  • 1725
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (67)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)