სალაჰი:„ჩემი „რეალში“ გადასვლა გამორიცხული არ არის“

მუჰამედ სალაჰმა ჟურნალისტებს ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ მისცა, სადაც „რეალსა“ და „ბარსელონაზეც“ ისაუბრა.


„უდავოდ უნდა ითქვას, რომ „რეალი“ და „ბარსელონა“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი კლუბები არიან, რომლებმაც ბოლო ათწლეულებში საოცარი შედეგები დააფიქსირეს და ევროპის მასშტაბით გაბატონდნენ.“

„არც ის მავიწყდება, როდესაც „რეალთან“ ფინალი წავაგე, სერხიო რამოსის ინციდენტს კი არასდროს ვიხსენებ, ეს ჩემთვის დახურული საკითხია. ზოგადად, ნებისმიერი იმედგაცრუება უფრო ძლიერს გვხდის, ეს მეხება მეც.“

„ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო „ატლეტიკოსთან“ წაგება, როდესაც ჩემპიონთა ლიგას ნაადრევად დავემშვიდობეთ, მაშინ განსხვავებული განცდები მქონდა.“

„ახლა მხოლოდ „ლივერპულის“ წარმატებაზე ვფიქრობ, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს დავრჩები პრემიერლიგაში. არც იმას გამოვრიცხავ, რომ „რეალში“, ან „ბარსელონაში“ აღმოვჩნდე. არასდროს არაფრის პროგნოზირება არ შეიძლება.“

„ავიღოთ თუნდაც „ლივერპულის“ მაგალითი. სანამ მერსისაიდელთა რიგებში აღმოვჩნდებოდი, ეს გუნდი ჩემს ირგვლივ საერთოდ არ ფიგურირებდა.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 19 დეკემბერი 2020
  • 1304
  • 1

1

19 დეკემბერი 2020 15:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
ეს რო გადმოვიდეს მბაპე სად უნდა დადგეს?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (67)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)