მადრიდში ვინისიუსის გამოსვლით უკმაყოფილოები არიან

ამ სეზონში ვინისიუს ჟუნიორს საკმარისზე მეტი დრო ეძლევა იმისათვის, რომ შესაძლებლობების გამოვლენა შეძლოს...


ბრაზილიელი ფეხბურთელი ფაქტობრივად ყველა მატჩში სასტარტო შემადგენლობაში და სათამაშო წუთებს იღებს. აზარის ტრავმის პირობებში, ზიზუ მას აბსოლუტურ ნდობას უცხადებს, მაგრამ ფეხბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტი ზრდის ნაცვლად კლებაშია წასული, რაც „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობას ძალიან არ მოსწონს და თვლის, რომ დადგა დრო, როდესაც ვინიმ უნდა მოუმატოს, ვინაიდან მას უკვე აქვს შესაბამისი გამოცდილება და ადაპტაციის დროც დიდი ხანია გასულია.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა მოთამაშემ 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ცოტა ხანში 1 000 წუთიან ნიშნულს გადააჭარბებს, მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ფიქსირდება, თუმცა თამაშის საერთო ხარისხობრივი მაჩვენებლის მიხედვით ის ეფექტური არ არის და არც შარშანდელ სეზონთან შედარებით ეტყობა პროგრესი.

მიმდინარე სეზონის ბოლომდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, თუმცა თუ ბრაზილიელი ვერ მოუმატებს, მის მომავალთან დაკავშირებით კითხვისნიშნები გაჩნდება. dle 10.1

  • Hala
  • 18 დეკემბერი 2020
  • 1097
  • 4

1

18 დეკემბერი 2020 15:51

  • ჯგუფი: მწერალი
  • |
  • სიახლეები: 158
  • |
  • კომენტარები: 485
გაყიდეთ სანამ ვინმეს უნდა და ფასი აქვს
-----------------------
14 LOADING...

2

18 დეკემბერი 2020 17:51

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მხოლოდ მადრიდში??

3

18 დეკემბერი 2020 19:19

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მომდევნო სეზონი ამ გუნდზე რას იტყვით
კურტუა
კარვახალი რამოსი ვარანე მენდი
კაზემირო კროოსი
როდრიგო ვალვერდე აზარი
მბაპე

4

19 დეკემბერი 2020 01:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
ციტატა: გიო123
მომდევნო სეზონი ამ გუნდზე რას იტყვით
კურტუა
კარვახალი რამოსი ვარანე მენდი
კაზემირო კროოსი
როდრიგო ვალვერდე აზარი
მბაპე

მბაპე უფრო იქნება მარჯვნივ როდრიგოს ადგილას, მომდევნო წლისთვის ვერანაირად ვერ ამოაგდებენ ბენზემას სასტარტოდან... დალშე ყველაფერი ეგრე იქნება, თუ აზარს არაფერი ჭირდა და 2022 წლისთვის უკვე ჰალანდს თუ დააყენეს საშველი ეგ შეცვლის ბენზოს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)