ჟოზე მოურინიო - Veni, vidi, vici

Veni, vidi, vici (მივედი, ვნახე, გავიმარჯვე) - აღნიშნული ფრაზა იულიუს კეისარმა რომის სენატის წინაშე წარმოთქვა, ერთ-ერთ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ.


ალბათ, დამეთანხმებით, რომ ნახსენები სამი სიტყვა, სრულიად შეესაბამება ჟოზე მოურინიოს საქმიანობას.ამ ბუმბერაზმა მწვრთნელმა, 8 წლის განმავლობაში მოახერხა 17 ტიტულის მოპოვება (დიახ ჩვიდმეტის!).აბა მითხარით, ვისზე უნდა ვთქვათ მივიდა, ნახა გაიმარჯვა, თუ არა მოურინიოზე?!

პორტუგალიელმა დამრიგებელმა, "ტიტულების ხანა" "პორტოდან" დაიწყო.იქ მუშაობისას, ჟოზიტო ორჯერ პორტუგალიის ჩემპიონი გახდა, ხოლო თითო-თითოჯერ ამ ქვეყნის თასის, სუპერ თასისა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირების, ჩემპიონთა ლიგისა და უეფას თასის გამარჯვებული.ყოვლადშესაძლებელია, რომ ბევრი თქვენგანი ყბა დაღებულიც კი დარჩეს იმ მიღწევების შემხედვარე, რაც მოუმ "პორტოსთან" ერთად მოიგო.

მოურინიომ პორტუგალიური ტრიუმფის შემდეგ, თავი არც ინგლისში შეირცხვინა, სადაც "არისტოკრატთა" გუნდი ფეხზე წამოაყენა და მისვლიდან რამდენიმე წელში, "ჩელსი" ევროპული გრანდების ჩამონათვალში გარია.ჟოზეს ლონდონური მიღწევები შემდეგანირად გამოიყურება: 2 პრემიერ ლიგა, 2 ლიგის თასი, 1 ინგლისის თასი და ერთი Community Shield.

იტალიაში გადაბარგების შემდეგ, მწვრთნელის "აღორძინების ეპოქამ" კვლავ პიკს მიაღწია.ჩემპიონთა ლიგის თასს მონატრებულ "ინტერთან" ერთად, საკმაოდ შედეგიანი ორი წელი გაატარა.ჯამში, მოუმ და კომპანიამ 2 სერია ა, ჩემპიონთა ლიგა, იტალიის თასი და სუპერთასი აიღეს.

მოკლედ, როგორც იქნა, მოურინიოსა და "რეალის" ბედი გადაიკვეთა.მადრიდელი ინჩასები იმედის თვალით შევყურებთ მწვრთნელს.გვჯერა, რომ სამეფო კლუბშიც ჟოზეს დევიზი Veni, vidi, vici იქნება! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)