მაიკონი: "რეალში მინდა თამაში"

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველმა, მაიკონ დუგლას სისენანდომ, "ას"-თან ინტერვიუს დროს სამეფო კლუბში გადასვლის სურვილი გამოთქვა.


შეგახსენებთ, რომ მადრიდელებს ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სურდათ "ინტერის" ბურჯის გადაბირება, თუმცაღა მაშინ ფეხბურთელმა უარით გაისტუმრა ესპანელი სკაუტები.

- ვიცით, რომ კონცენტრირებულნი ხართ აფრიკის მუნდიალზე, თუმცაღა "ბლანკოსი" თქვენით ძალიან არის დაინტერესებული.რას გვეტყვით ამის თაობაზე?
- ახლა ჩემი პრიორიტეტია ბრაზილია.ვცდილობ, რაც შეიძლება კარგი სათამაშო კონდიციებით გავემგზავრო ჩემპიონატზე.ვერ გეტყვით, რომ ძალიან ვამაყობ "რეალის" ინტერესით, მაგრამ ასეთი გრანდის ყურადღების მიპყრობა, უკვე ბევრს ნიშნავს.

- ამის პარალელურად, ინგლისები იტყობინებიან, რომ "მანჩესტერ სიტის" სურს თქვენი გადაბირება.გავრცელებული ინფორმაციით, მანჩინისთან უკვე გაქვთ გაფორმებული ხელშეკრულება...

- მე მადრიდის "რეალში" მინდა თამაში.ნებისმიერი ფეხბურთელისათვის დიდი პატივია "თეთრი" მაისურის მორგება.გარწმუნებთ, რომ ინგლისელებთან არანაირი მოლაპარაკება არ მქონია.

- და მაინც "რეალს" აირჩევდით თუ "სიტის?"
- უკვე გითხარით, რომ მადრიდში მსურს თამაში.

- საინტერესოა, კაკას რაიმე ხომ არ კითხეთ, "რეალთან" დაკავშირებით?
- არა.ჩვენ აქ სხვა თემებზე სასაუბროდ არ გვცალია, რამეთუ ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი ტურინირისათვის.როგორც იცით, მე მქონდა ბედნიერება მეთამაშა ფინალი "სანტიაგო ბერნაბეუზე."არ დაგიმალავთ, რომ სტადიონითა და სამწვრთნელო ბაზით მოხიბლული დავრჩი.დაე, უახლოეს მომავალში ნახსენებ არენაზე მასპინძლის როლში გამოვიდე.

- თქვენ კვლავ მოგიწევთ მოურინიოს მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.რას გვეტყვით მის შესახებ?
- მოურინიო დიდებული მწვრთნელია და ვგონებ, ამაში ეჭვი არავის ეპარება.პირადად მე კარგი ურთიერთობა მაქვს ჟოზესთან.მასთან ერთად არა ერთი ტიტული მოვიგეთ და მოხარული ვიქნები, თუ კვლავ მექნება საშუალება ერთად მუშაობისა.
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)