„რეალი“ 4 ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს

ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალში“ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. ცნობილია 4 ფეხბურთელია ვინაობა, რომლებსაც ფლორენტინო პერესი ახალ კონტრაქტს გაუფორმებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ხელშეკრულებები იანვარში გაფორმდება და დეკემბრის ბოლომდე სიახლეებს არ უნდა ველოდოთ.


მიუხედავად იმისა, რომ სერხიო რამოსს, ლუკა მოდრიჩს და ლუკას ვასკესს იანვრიდან ოფიციალურად შეეძლებათ სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების დაწყება და წინასწარი კონტრაქტის გაფორმებაც კი, პერესი არ ჩქარობს და თვლის, რომ 2021 წლის დასაწყისში პრობლემები მარტივად გადაიჭრება.

პრეზიდენტი კლუბის დირექტორთა საბჭოს ბოლო შეხვედრასაც ელის, სადაც ყველა დეტალი, მათ შორის ბიუჯეტის საკითხები ბოლომდე იქნება განხილული. „ას“-ის ინფორმაციით, „რეალი“ 4 ფეხბურთელს გაუფორმებს კონტრაქტს.

ესენი არიან - სერხიო რამოსი, ლუკა მოდრიჩი, ლუკას ვასკესი და დანიელ კარვახალი. კაპიტანთან დაკავშირებით საუბარია 2 წლიან ხელშეკრულებაზე, მოდრიჩთან მიმართებაში „ბლანკოსი“ მხოლოდ დამატებით 1 წელს განიხილავს, თუმცა არ არის გამორიცხული1+1 ფორმატი ვიხილოთ.

ლუკას ვასკესი „რეალში“ 2 წლიან კონტრაქტს მიიღებს, დანიელ კარვახალიც დამატებით 2 წლიანს, უნდა აღინიშნოს, რომ ესპანელს მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, ახალი კონტრაქტის მიხედვით კი ის „ბლანკოსში“ 2024 წლამდე დარჩება და ამ დროს განაპირა მცველი 32 წლის იქნება. dle 10.1

  • Bernabeu
  • 14 დეკემბერი 2020
  • 4101
  • 1

1

14 დეკემბერი 2020 13:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 579
კარგია. ფლორენტინომ (რეალმა) ისწავლა ნაღდი მადრიდისტების დაფასება
-----------------------
ზიდანი: "საუკეთესო ჩემსა და კრიშტიანუს შორის? რა თქმა უნდა, მე (იცინის). კარგად იცით, რასაც ვფიქრობ. კრიშტიანუ ჩემზე საგრძნობლად ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ კარგი კარიერა მქონდა".

https://www.youtube.com/channel/UCtqD02mRfSVgFZf_NyDvJtQ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)