2 სუპერ ტრანსფერის გეგმა მადრიდის „რეალში“ - ფინანსური რესურსი მოძიებულია!

ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი ძალიან სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს, როგორც „პსჟ“-სთან, ასევე დორტმუნდის „ბორუსიასთან“, თუმცა ამ ურთიერთობებზე ცნობილი ბევრი არაფერი ხდება.


„რეალს“ საკუთარი გეგმა აქვს, რომელიც პირველ რიგში ურთიერთობების პატივისცემას იმსახურებს.

ესპანური გამოცემების ცნობით, „ბლანკოსი“ ბევრ კომპრომისზე წავა, რათა მბაპე და ჰოლანდი მადრიდელი გახადოს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფინანსური რესურსი მოძიებულია და „ბლანკოსს“ ტრანსფერების სრულყოფა არ გაუჭირდება.

ჰოლანდთან დაკავშირებით დიდი პრობლემები არ არსებობს, ვინაიდან მისთვის „მერენგებს“ მაქსიმუმ 75 მილიონის გაღება მოუწევთ, ხოლო კილიანის ფასი გაცილებით მაღალია.

„რეალი“ მბაპესთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტს ამუშავებს, რომელიც თანხასთან ერთად რომელიმე ფეხბურთელის დათმობას გულისხმობს. პარიზელებს არაერთ მადრიდისტაზე აქვთ თვალი დადგმული და არ არის გამორიცხული, ბარტერიც შედგეს.

პერესს სურს, რომ 2021 წელს საკუთარი სატრანსფერო გეგმის მინიმუმ 70% განახორციელოს, ხოლო 2022 წელს ის ვარსკვლავური გუნდი იხილოს, რომელიც ახალ ბერნაბეუზე ითამაშებს და „გალაქტიკოს“ მესამე სერიად იქნება წოდებული.

ფლორენტინოს 2021 წლის ზაფხულში მბაპეს და კამავინგას ტრანსფერიც დააკმაყოფილებს, ხოლო ჰოლანდის ტრანსფერი 2022 წლისთვის გადაიწევს, მანამდე კი გუნდის მთავარი ფორვარდი კვლავ ბენზემა იქნება.

და ბოლოს. არსებობს ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც, საჭიროების შემთხვევაში მადრიდის „რეალი“ გრძელვადიან სესხს აიღებს, რათა არსებული პანდემიის გამო საკუთარ ბიუჯეტს სერიოზული ზიანი არ მიაყენოს და თანხების დაბრუნება გრძელვადიან პერსპექტივაში მოახდინოს. შეგახსენებთ, ბერნაბეუს რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში სამეფო კლუბს 29 წლიანი სასესხო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. dle 10.1

  • Bernabeu
  • 13 დეკემბერი 2020
  • 4823
  • 5

1

14 დეკემბერი 2020 01:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1352
კარგი გეგმა ჰოლანდი. მბაპეს დათრევით მკვლელი თავდასხმა იქნება მსოფლიოში

2

14 დეკემბერი 2020 03:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 262
ტეო ერნანდესი რა კაი ბიჭია <3 იქით ბრაჰიმ დიასი იმენნა რეალს ძეგლი დაუდგას მილანმა ამ ახალგაზრდებისთვის :)

3

14 დეკემბერი 2020 11:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 776
ძან მევასება მილანი რეალისშემდეგ მეორე კლუბია ჩემთვის. ეს ის სამი გუნდია ვის თამაშებსაც სულ ვუყურებ 1.რეალი 2.მილანი 3.ჩელსი

4

14 დეკემბერი 2020 13:28

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: ჰიფატერა
ძან მევასება მილანი რეალისშემდეგ მეორე კლუბია ჩემთვის. ეს ის სამი გუნდია ვის თამაშებსაც სულ ვუყურებ 1.რეალი 2.მილანი 3.ჩელსი

ჩემი . რეალი.მილანი .ლივერპული😘

5

14 დეკემბერი 2020 22:17

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: ჰიფატერა
ძან მევასება მილანი რეალისშემდეგ მეორე კლუბია ჩემთვის. ეს ის სამი გუნდია ვის თამაშებსაც სულ ვუყურებ 1.რეალი 2.მილანი 3.ჩელსი

ოღონდაც გუშინ გამოჩეკილი ჩელსი არ გეთქვა wink LIVERPOOL!!!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)