დასვენების დრო არ არის, „ბილბაოსთვის“ მზადება დაწყებულია

ზინედინ ზიდანმა ფეხბურთელებს დასვენების საშუალება არ მისცა და დღეს დილით საწვრთნელ ბაზაზე შეკრიბა. გამომდინარე იქედან, რომ ბასკებთან დაპირისპირებამდე მხოლოდ 2 დღეა დარჩენილი, „მერენგები“ ვერ დაისვენებენ.


სესია კვლავ სანიტარული ნორმების მაქსიმალური დაცვით წარიმართა.

„ატლეტიკოსტან“ სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელები დღეს შედარებით ნაკლებად იტვირთებოდნენ და აღდგენითი პროცესით იყვნენ დაკავებულები, დანარჩენებმა კი ყველა დავალება პირნათლად შეასრულეს.

ზიზუმ დიდი ყურადრება დაუთმო კარში დარტყმებს, ბურთის ფლობას, პრესინგს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშსა და ტაქტიკურ მონახაზებს.

მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად ირჯებოდნენ შემდეგ კი გუნდს შეუერთდნნენ.

ხვალ ზინედინ ზიდანი კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს, ზეგ კი „ბლანკოსის“ მეტოქე „ბილბაო“ იქნება. შეხვედრა 15 დეკემბერს ესპანეთის დროით 22:00, თბილისის დროით კი უკვე 16 დეკემბერს, 01:00 საათზე აიღებს სტარტს. dle 10.1

  • Hala
  • 13 დეკემბერი 2020
  • 729
  • 2

1

13 დეკემბერი 2020 16:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1820
ყველა მადრიდისტას ვულოცავ ამ გამარჯვებას.
რეალმა დადოს ლალიგა და კრიტიკოს ანის ჩემგან პრიზს მიიღებს.და ვაღიარებ მისს ექსტრასენსობას.
-----------------------
Decimotercero

2

13 დეკემბერი 2020 16:54

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მართლაც ძალიან კარგი თამაში იყო, დაეტყო გუნდს ახალი სიცოცხლე, გაცოცხლდა ყველა და ლაღად თამაშობენ. და შეუძლიათ კიდე მიუმატონ. მინდა აზრიც ვნახო გუნდში ძველებურ ფორმაში და მერე მართლა კარგად შეიკვრება ბოლომდე გუნდი მიუხედავად ყველაფრისა. ფაქტი სახეზეა, გუნდს შეუძლია პროგრესი და მომატება, შეუძლია კარგი ფეხბურთი ითამაშონ ნაკლები შეცდომებით და მომენტების რეალიზებით. კარგი იქნება თუ ესე გააგრძელებენ, სიმართლე გითხრათ ესეთ რთულ კალენდარს ესე თუ გადააგორებდნენ არ მეგონა. ჯერ სევილია, მერე გლადბახი და ეხლა ატლეტიკო. ყოჩაღ! წინ ბილბაო და ეს თამაშიც აუცილებლად მოსაგებია. წარმატებები ბიჭებს, წინ ლომებო. მთელი სეზონია ბენზემას ვაკრიტიკებ მაგრამ გუშინ ისეთი თამაში დადო რომ რავი, საოცარ პასებს აკეთებდა და კარგი იყო მისი ყურება. რაც მეტი თამაში ექნება ესეთი მის უფრო ნაკლები კრიტიკოსი ეყოლება. ჰალა მადრიდ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)