კაზემირო:„კროოსთან და მოდრიჩთან ერთად თამაში სხვა ფეხბურთელად გაქცევს“

კაზემირომ მადრიდული დერბი შეაფასა და ბევრ საინტერესო დეტალზე ისაუბრა...


„ეს ყველაფერი გუნდური მუშაობის შედეგია. დიახ, მადრიდის „რეალმა“ დიდი გამოცდა ჩააბარა. ჩვენ მოვუგეთ „სევილიას“, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის დაძაბული მატჩი და ახლა მადრიდული დერბი. საკუთარი ხარისხი კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ და დავამტკიცეთ, რომ გაცილებით მეტი შეგვიძლია.“

„ტონი კროოსი საოცარი კლასის ფეხბურთელია. გერმანულმა ფეხბურთელმა ნამდვილი მასტერ კლასი ჩაატარა, ის იყო ძალიან ზუსტი და პროდუქტიული, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ვფიქრობ, კროოსმა ძალიან მაღალი დონის თამაში აჩვენა.“

„ყველას მუშაობა ფენომენალური იყო. მადრიდის „რეალმა“ საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ არ ვიცი, იყო თუ არა ეს ყველაზე კარგი გამოსვლა მიმდინარე სეზონში.“

„„გლადბახთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ ჩვენ არ ვართ მანქანები და ხანდახან ჩავარდნა ყველას ემართება. ამ პოზიციას ახლაც ვიზიარებ, თუმცა ვთვლი, რომ კოლექტივი პროგრესის გზაზეა და ამას მომდევნო მატჩებშიც აჩვენებს.“

„ლა ლიგას არაერთი უმაღლესი დონის მსაჯი ჰყავს, თუმცა ვთვლი, რომ მატეო ლაოსი საუკეთესოა, მის მიმართ პირადი სიმპატიები მაქვს.“

„ზიდანს ყველა მხარს უჭერს და ენდობა. ფრანგის გარეშე თამაში ვერც წარმოგვიდგენია, ის საოცარი ფიგურაა.“

„როდესაც ნახევარდაცვაში მოდრიჩთან და კროოსთან ერთად ქმნი ტრიოს, სულ სხვა მოთამაშედ იქცევი. გამიმართლა, რომ ასეთი დონის ნახევარმცველების გვერდით ვარ.“ dle 10.1

  • Hala
  • 13 დეკემბერი 2020
  • 1081
  • 1

1

13 დეკემბერი 2020 14:27

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ეს კროსი, მოდრიჩი და ხავი, ინი, ბუსი ისტორიაში ორი უძლიერესი ტრიო. ისე საინტერესო იქნებოდა ერთმანეთის წინააღმდეგ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)