კარიმ ბენზემას ისტორიული დღე მადრიდის „რეალში“ !

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა კარიმ ბენზემას 528-ე მატჩის ჩატარება პომპეზურად მიულოცა და სიმბოლური მაისური გადასცა. ღონისძიებას ესწრებოდა ლეგენდარული რობერტო კარლოსიც, რომელსაც „მერენგების“ მაისურიტ 527 დაპირისპირება აქვს აქტივში ჩაწერილი, თუმცა ეს ყველაფერი არ არის...


ბენზემა გახდა პირველი არაესპანელი ფეხბურთელი, რომელმაც „რეალის“ მაისური 528-ჯერ მოირგო.

ამ მხრივ წლების მანძილზე თავს რობერტო კარლოსი იწონებდა, მაგრამ ფრანგმა ფორვარდმა შედეგი უკვე გააუმჯობესა და კარლოსი მეორე პოზიციაზე გადავიდა. ამ მხრივ მესამე ადგილზე მარსელოა 515 მატჩით, მეოთხეზე კრიშტიანო რონალდუ 438 დაპირისპირებით.

ასევე აღსანისნავია, რომ კარიმი არის პირველ ადგილზე არაესპანელ ფეხბურთელთა შორის გამარჯვებების რაოდენობითაც. ჯამში კარიმის ანგარშზე 358 მოგება ფიქსირდება, ის 6 მატჩით უსწრებს მარსელო ვიეირას, რომელმაც „ბლანკოსის“ მაისურით 352 პაექრობა მოიგო.

კარიმს სამეფო კლუბთან ერთად 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე 4 ჩემპიონთა ლიგის, 4 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის, 3 ევროპის სუპერთასი აქვს მოგებული. ასევე მის ანგარიშზეა ლა ლიგის 3 ტიტული, 3 ესპანეთის სუპერთასი და 2 სამეფო თასი.

გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა ბენზემა „რეალის“ ისტორიის საუკეთესო ბომბარდირთა ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა 257 გოლით. dle 10.1

  • Hala
  • 13 დეკემბერი 2020
  • 732
  • 5

1

13 დეკემბერი 2020 14:22

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ეს რო წავა, აი სრული სერიოზულობით ვამბობ რო მსგავი იგროკის ყიდვა რეალს გაუჭირდება. იმხელა საქმეს აკეთებს გუნდისთვის.

2

13 დეკემბერი 2020 14:24

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32756
  • |
  • კომენტარები: 270
ეს რომ წავა რეალი დიდი ალბათობით ტიპიურ ცხრიანს იყიდის და დამატებით საქმეს ფლანგელები გააკეთებენ. ბენზემას სტილის ფორვარდები ისედაც არ არიან ბევრნი
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

3

13 დეკემბერი 2020 14:26

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მე ამ კაცის თამაში ძალიან დიდ სიამოვნებას მგვრის, მისი საფეხბურთო კლასი და ინტელექტი თანამედროვე ფეხბურთში ძალიან ფასობს. უბრალოდ ზოგჯერ ისეთებს მაზავს გააგიჟებს კაცს

4

13 დეკემბერი 2020 16:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
ბენზემას კლასის ფეხბურთელი, რომელსაც იდეალური ბოლო პასი და მაღალი აიქიუ აქვს ძალიან ცოტაა. იდეალურად იღებს ბურთს კარისკენ ზურგით მყოფი, იდეალურად გრძნობს თანაგუდელის მოძრაობას, იდეალური პასი აქვს, რასაც საგოლე პასების რაოდენობაც მოწმობს. იდეალურადაა შეთანაშებული თანაგუნდელებთან და რაც მთავარია გუბდისთვის ძალიან პროდუქტიულია. ასეთი მრავალმხრივი ცხრიანი ძალიან ცოტაა. თუ ვიპოვეთ გაგვიმართლებს. კლასიკური 9 რომელიც მხოლოდ გოლზეა დაგეშილი ჰალანდია მაგრამ მაშინ ნახევარდაცვა და ფლანგები უნდა ყავდეს უმაღლესი დონის. ჰალანდი ვერხ ნახევარდახვაIს ჩამოვა ვერც ბურთს გაანაწილებს და ვერც პასს გააკეთებს საგოლეს. არ აქვს მაგის მონაცემები. ჰალანდი აზარი მბაპე თუ იქნება კიდევ შეიძლება გამოვიდეს

5

13 დეკემბერი 2020 17:35

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბენზო ძაან მაგარია

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)