ზიდანი:„ჩვენ მოვუგეთ „ატლეტიკოს“, რომელსაც ზედიზედ 26 მატჩი არ ჰქონდა წაგებული“

ზინედინ ზიდანმა მადრიდული დერბის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. ფრანგი სპეციალისტი შეხვედრის შემდეგ ძალიან ბედნიერი იყო.


„ეს თამაში ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. იცით რატომ? იმიტომ, რომ ჩემმა გუნდმა პირველიდან ბოლო წუთამდე იბრძოლა „ატლეტიკოსთან“, რომელსაც 26 მატჩი არ ჰქონდა წაგებული და ამ სეზონში ბრწყინვალე მაჩვენებლებს აფიქსირებდა. ძალიან ბედნიერი ვარ. დაპირისპირების შემდეგ დიეგომ ხელი ჩამომართვა მე კი მას ვუთხარი, რომ შესანიშნავი გუნდი ჰყავს და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა, როგორც ლა ლიგაში, ასევე ევროსარბიელზე სავსებით შესაძლებელია.“

„ნამდვილად გვაქვს ბედნიერების და კმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან ვთვლი, რომ სეზონის დაწყებიდან დღემდე გასული კვირა ყველაზე რთული იყო. ჩვენ ანდალუსიაში მძიმე მატჩი მოვიგეთ „სევილიასთან“, ასევე ბრწყინვალე გამოსვლა გვქონა „გლადბახთან“, ახლა კი აბსოლუტური უპირატესობით დავამარცხეთ „ატლეტიკო“. ვფიქრობ, მისია შესრულებულია, რაც კმაყოფილების საფუძველს გვაძლევს.“

„კარი მშრალად შევინახეთ და ეს პირველად არ მომხდარა. ერთადერთი მომენტი, რომელიც მახსენდება საულის დარტყმა იყო. სხვა მხრივ, ჩემმა ბიჭებმა აბსოლუტური სიზუსტე გამოიჩინეს. ჩვენ შესანიშნავად ვთამაშობდით, როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე. დაცვის ხაზი მოწოდების სიმაღლეზე იდგა.“

„როტაცია გარდაუვალია. მოთამაშეები ბევრს ვარჯიშობენ და იბრძვიან შემადგენლობაში მოსახვედრად. კალენდარიდან გამომდინარე, აუცილებელია ცვლილებები, სხვა შემთხვევაში ფეხბურთელთა გადაღლა მოხდება, რაც ჩემს გეგმებში არ შედის.“

„ფეხბურთელებს მტკიცე ხასიათი აქვთ და იციან, რას ემსახურებიან, ეს ამბავი ყველაზე მეტად მახარებს. კრიტიკული სიტუაციიდან არაერთხელ გამოვსულვართ.“

„კროოსი, კაზემირო და მოდრიჩი ზუსტად იმ დონეზე ასპარეზობენ, როგორც მაშინ „რეალი“ რომ სამი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგას იგებდა. ამ ფეხბურთელებთან მუშაობა დიდ იმედს მაძლევს.“ dle 10.1

  • Hala
  • 13 დეკემბერი 2020
  • 10037
  • 4

1

13 დეკემბერი 2020 13:32

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ისევ ბარსა და რეალი იბრძოლებენ ლა ლიგისთვის.

2

13 დეკემბერი 2020 13:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1898
ციტატა: გუარდიოლა..
ისევ ბარსა და რეალი იბრძოლებენ ლა ლიგისთვის.

ხო რავი მაგრამ ბარსას უნდა მიეკუზა ატლეტიკო მაგრამ წააგეს და... ატლეტიკო როგორი მშიშარა და ფარჩაკი გუბდიცაა გამიჩნდა რეალთან... ბევრ ქულებს დაკარგავს ჯერ სადარიან

3

13 დეკემბერი 2020 15:11

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: bururjika madrid


ეს სეზონი 2007 ივით იქნება, 75_80 ქულა ჩემპიონობისთვის ეყოფა.

4

13 დეკემბერი 2020 15:22

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ყოჩაღ რეალს ბოლო ორი თამასი დაახლოებით ერთი და იგივე იყო და კარგადაც ჩავატარეთ. მგონი ყველა ვრწმუნდებით ზიდანის სიდიადეში.ყველა მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო და საოცრად ჩაატარა ყველა. ყოჩაღ ზიზუ. ბურთის ფლობა,ტერიტორია,დუელებში ყველაფერში გვქონდა უპირატესობა. კროოსი-მოდრიჩის დუეტი ისევ ისეთივე მაგარი დუელია როგორიც ადრე და ისინი ისევ ისე ტამაშობენ როგორც ზედიზედ 3 ლიგის მოგების დროს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)