ზიდანი:,,მადრიდული დერბის წინ ერთი კარგი ამბავი მაქვს"

ზინედინ ზიდანმა „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.


„მადრიდული დერბი სატურნირო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვების მისაღწევად. ჩემმა გუნდმა ზუსტად ისე უნდა ითამაშოს, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე.“

„„ატლეტიკო“ ტურნირის ფავორიტია. შეხედეთ სიმეონეს გუნდის შედეგებს და დამეთანხმებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აქტივში 3 ქულა ჩავიწეროთ და „როხიბლანკოს“ კიდევ უფრო წინ გასვლის საშუალება არ მივცეთ.“

„ყველა მწვრთნელს აქვს საკუთარი დამახასიათებელი ნიშნები და თვისებები. როდესაც სამწვრთნელო პრაქტიკას გავდიოდი, დიეგოსთანაც მქონდა შეხება, მისგან ბევრი რამ ვისწავლე.“

„მარვინი და არიბასი ყოველთვის მზად უნდა იყვნენ და ბევრი იმუშავონ, ორივე ახალგაზრდაში დიდ პერსპექტივას ვხედავ და როდესაც საშუალება იქნება მოედანზე გასვლის უფლებას აუცილებლად მივცემ.“

„ჩვენ ლა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები ვართ და დანებებას არ ვაპირებთ, სამეფო კლუბი ყველაფერს გააკეთებს ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. ვიცით, რომ „ატლეტიკოსთან“ დაპირისპირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ისიც ვიცი, რომ ზეწოლა დიდია და თუ წავაგებთ, ჩემს თანამდებობას ჟურნალისტები ისევ ეჭვქვეშ დააყენებენ, თუმცა სიმშვიდის შენარჩუნება შემიძლია და ვთვლი, რომ ეს პროფესიონალიზმის ერთ-ერთი ნიშანია.“

„ისკოს და მარსელოს მიმართ ნდობა არ დამიკარგავს, ორივე მოთამაშე მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს, ისინი კიდევ ბევრჯერ გამოჩნდებიან მოედანზე.“

„„როხიბლანკოს“ ტაქტიკა საყოველთაოდ ცნობილია. ყველამ ვიცით, რა სტილით თამაშობს სიმეონე, ეს არის მისი ნიშა, რომელიც არასდროს იცვლება. თუ წარმატება გვსურს, მეტოქეს საკუთარი ფეხბურთი უნდა მოვახვიოთ თავს.“ „მარკოს ლორენტემ „ატლეტიკოში“ ძალიან მოუმატა, მაგრამ ეს არ გამკვირვებია. ყოველთვის ვიცოდი, რომ ესპანელ ნახევარმცველს გაცილებით მეტი შეეძლო და სხვა პოზიციებზე თამაშიც გამოსდიოდა.“

„ერთი კარგი ამბავი შემიძლია დაგიდასტუროთ. ვალვერდე და დანი კარვახალი ჩვენთან ერთად იქნებიან, ფედეს აღდგენითი პროცესი მართლაც რეკორდულ დროში სრულდება.“

„სულაც არ გამოვრიცხავ, რომ როტაცია დერბიშიც იყოს. მუდმივი ტრავმედიდან გამომდინარე მიმდინარე სეზონში არაერთი მომიწია გუნდის გადაწყობა.“

„სიმეონეს გუნდთან წაგება ჩემპიონობის დაკარგვას არ ნიშნავს, მაგრამ ჩვენი შანსები ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირდება, ამიტომ წაგებას არ განვიხილავთ, ჩვენ მოსადანზე მაქსიმუმს გავიღებთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 11 დეკემბერი 2020
  • 3294
  • 7

1

11 დეკემბერი 2020 17:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9057
ძალიან გაჭირდება მარა უნდა მოვიგოთ სხვა გზა უბრალოდ არ არის

2

11 დეკემბერი 2020 18:17

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
სიმეონეს ამ სეზონში აქვს იდეალური შანსი კიდევ ერთხელ ლა ლიგა მოიგოს, თორემ მერე აღარ ეღირსება კაი ხანი.

3

11 დეკემბერი 2020 18:25

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Luka modric

გუშინ რო მიმტკიცებდი რამოსი 59 წუთზე გააგდესო. ახლა ვნახე და ზუსტად 77 წუთზე გააგდეს, როცა ბარსა 2-1 იგებდა. და ზუსტად რო რამოსის გაგდებამ მოადუნა გუნდი და იმიტო გაუშვა გოლი, ფაქტია იგებდა მაგ მომენტისთვის ამ ანგარიშით.

4

11 დეკემბერი 2020 19:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
ციტატა: გუარდიოლა..
გუშინ რო მიმტკიცებდი რამოსი 59 წუთზე გააგდესო. ახლა ვნახე და ზუსტად 77 წუთზე გააგდეს, როცა ბარსა 2-1 იგებდა.

კი ვნახე მეც. შევცდი, ბოდიში.
მაგრამ მაგ თამაშში რეალი მოშნად ჯობდა. არ მეთანხმები?

5

11 დეკემბერი 2020 20:01

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: LUCA MODRIC
ციტატა: გუარდიოლა..
გუშინ რო მიმტკიცებდი რამოსი 59 წუთზე გააგდესო. ახლა ვნახე და ზუსტად 77 წუთზე გააგდეს, როცა ბარსა 2-1 იგებდა.

კი ვნახე მეც. შევცდი, ბოდიში.
მაგრამ მაგ თამაშში რეალი მოშნად ჯობდა. არ მეთანხმები?

არანაირად არ გეთანხმები. ბარსელონასაც ჰქონდა მომენტები, ჯერ მარტო 2-1 ზე ძმაო პაკოს და პიკეს ას პროცენტიანი მომენტები ჰქონდათ. რამოსის გაგდებამ პირიქით მოადუნა ბარსელონა თორე ვერ გაიტანდა რეალი მეორე გოლს.

6

12 დეკემბერი 2020 00:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1437
თორე ვერ გაიტანდა ..კაი წინასწარმეტყველივით გამოგდის, რა დარწმუნებულად საუბრობ არავინ იცის რა მოხდებოდა რო ა გაეგდოთ

7

12 დეკემბერი 2020 22:09

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: გუარდიოლა..
ციტატა: LUCA MODRIC
ციტატა: გუარდიოლა..
გუშინ რო მიმტკიცებდი რამოსი 59 წუთზე გააგდესო. ახლა ვნახე და ზუსტად 77 წუთზე გააგდეს, როცა ბარსა 2-1 იგებდა.

კი ვნახე მეც. შევცდი, ბოდიში.
მაგრამ მაგ თამაშში რეალი მოშნად ჯობდა. არ მეთანხმები?

არანაირად არ გეთანხმები. ბარსელონასაც ჰქონდა მომენტები, ჯერ მარტო 2-1 ზე ძმაო პაკოს და პიკეს ას პროცენტიანი მომენტები ჰქონდათ. რამოსის გაგდებამ პირიქით მოადუნა ბარსელონა თორე ვერ გაიტანდა რეალი მეორე გოლს.

😂😂😂😂😂 ცოტა თუ დაგრჩა მეც მომაწევინე რა 😁😁😁

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)