ზიდანი:,,ევროპალიგაზე გადასვლას არ განვიხილავ"

ზინედინ ზიდანმა „გლადბახთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.


„მადრიდის „რეალის“ მიზანი არსებულ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა იქნება. ჩვენ ზუსტად ვაცნობიერებთ შეხვედრის სიმძიმეს და ვგრძნობთ ზეწოლას, მაგრამ მიზანი მხოლოდ მოგებაა და ამისთვის ბოლომდე დავიხარჯებით.“

„არ ვაპირებ იმაზე ფიქრს და საუბარს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გერმანულ ბარიერის ვერ გადავლახავთ. ეს არ არის სასამართლო, სადაც ჩემი განაჩენი უნდა დადგეს.“

„თუ ევროპალიგაზე გადავალთ, მე გარკვეულ გადაწყვეტილებებს მივიღებ. ახლა გუნდი ერთიანია და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გასვლაზე ფიქრობს.“

„ზეწოლისქვეშ თამაში „რეალის“ ფეხბურთელების ყოველდღიურობაა, აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით არანაირი სანერვიულო არ არსებობს.“

„ფედერიკო ვალვარდეს მდგომარეობა საგრძნობლად არის გაუმჯობესებული. ურუგვაელი ფეხბურთელი მალე დაგვიბრუნდება და ჩვენთან ერთად იქნება.“

„თანამდებობიდან გათავისუფლება არ გამიკვირდება, რადგან საკვირველი არასდროს არაფერია, თუმცა უკვე გითხარით, რომ ამაზე არ ვფიქრობ, ჩემი მთავარი საზრუნავი ჩემპიონთა ლიგის მატჩის მოგებაა.“

„მცირე ჩავარდნები ადრეც ყოფილა, მათ შორის მას შემდეგ, რაც გუნდში დავბრუნდი, თუმცა საბოლოო ჯამში „რეალი“ ლა ლიგის გამარჯვებული გახდა.“

„ჩვენ ძალიან რთული მეტოქე გვყავს და ზუსტად ვაცნობიერებთ მატჩის სირთულეს, თუმცა ყველა მოთამაშის ვუთხარი, რომ არ არსებობს გუნდი, რომლის დამარცხებაც სამეფო კლუბს არ შეუძლია. ჩვენი მონდომება და შემართება გადამწყვეტი იქნება.“

„გერმანელებს ჰყავთ ფიზიკურად შესანიშნავად მომზადებული გუნდი, რომელიც საჭირო ტექნიკასაც ფლობს. ეს გუნდი კონტრ-შეტევებზე განსაკუთრებით საშიშშია. ვფიქრობ , გუნდი სწორად მოვამზადე, დანარჩენს კი მოედანზე ვიხილავთ.“ dle 10.1

  • Ramos
  • 8 დეკემბერი 2020
  • 2154
  • 10

1

8 დეკემბერი 2020 16:53

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რეალი და ინტერი გავა რა, თუ ლოგიკა არსებობს ასე უნდა იყოს.

2

8 დეკემბერი 2020 17:04

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
სულს და გულს ჩადებენ ბიჭები და მოიგებენ უეჭველი კაი ფეხბურთის თამაშით love

3

8 დეკემბერი 2020 17:27

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ევორა ლიგას წელს მილანი დადებს დიდი ალბათობით.

4

8 დეკემბერი 2020 17:53

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ჩვენ რომ წავაგოთ და იქით ინტერმა მოიგოს ინტერი და გლადბახი გავლენ, და რეალი მესამეზეც ვერ გავა მეოთხეზე ასრულებს. რა დრო დადგაა, ამის შიშიც რომ გექნება!

5

8 დეკემბერი 2020 17:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
waachokeben gladbaxs gadauvlian xval imena karg shedegs dadebs reali

6

8 დეკემბერი 2020 18:19

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Johan Cruyff
რეალი და ინტერი გავა რა, თუ ლოგიკა არსებობს ასე უნდა იყოს.

Arada interze metad gladbaxi imsaxurebs, shaxtars ra uknes intertanac fre itamashes da realtanac da tu ver gavidnen jgufidan (imedia ver gavlen) codoebi arian mainc,

7

8 დეკემბერი 2020 18:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 967
რეალმა რომ ფრე ითამაშოს და ინტერმა მოიგოს, რეალი გავა თუ ინტერი?

8

8 დეკემბერი 2020 18:23

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Andre1
რეალმა რომ ფრე ითამაშოს და ინტერმა მოიგოს, რეალი გავა თუ ინტერი?

Realma tu fre itamasha da interma moigo mashin reali gadis, magram tu intermac fre itamasha mashin shaxtari da gladbaxi gadis, ase rom aranairi fre realma aucileblad unda moigos

9

8 დეკემბერი 2020 19:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
აზარი და ვალვერდე რომ გვყავდეს, არცერთი პროცენტით არ შემეპარებოდა ეჭვი, ეხლა 90/10 ზეა. ის 10 იმიტომ რომ ძალიან ბრძოლისუნარიანები არიან გერმანელები.

10

8 დეკემბერი 2020 19:14

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: LUCA MODRIC
აზარი და ვალვერდე რომ გვყავდეს, არცერთი პროცენტით არ შემეპარებოდა ეჭვი, ეხლა 90/10 ზეა. ის 10 იმიტომ რომ ძალიან ბრძოლისუნარიანები არიან გერმანელები.

წინა თამაში 2-0 რო იგებდა მაქ კურტუამ მაგრად გიშველათ, ბოლო წუთები დაიწყო რეალმა თამაში მაქ რასაც ქვია. რავი ინტერი გადაგყლაპა რეალმა, იქეთ ინტერმა გლადბახს ჩაუდო, გლადბახმა შახტარიიხმარა, შახტარმა რეალს ორივე მოუგო, აჯაბსანდალი ჯგუფია 😂

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)