დავორ შუკერი:„„რეალს“ მშიერი მოთამაშეები სჭირდება, მბაპე და ჰოლანდი კი ასეთები არიან“

დავორ შუკერმა მადრიდის „რეალის“ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საკუთარი შეფასება წარმოგვიდგინა.


„მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ ფეხბურთში ფული გადამწყვეტია. თუ ინვესტიციას არ განახორციელებ, უძლიერესი გუნდი ვერ გეყოლება, თუმცა ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ ზოგიერთი გუნდი ასტრონომიული თანხების დახარჯვის მიუხედავად სათანადო შედეგს ვერ აღწევს.“

„„რეალს“ სჭირდება მშიერი ფეხბურთელები, რომლებსაც ტიტულების მოგება უნდათ, ვინაიდან ამჟამინდელ შემადგენლობაში მოტივაციის ნაკლებობა შეიმჩნევა.“

„მბაპე და ჰოლანდი სწორედ ის ნიჭიერი ახალგაზრდები არიან, რომლებსაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი გვარების ჩაწერა სურთ, „რეალი“ კი მათთვის დიდი გამოწვევა და შესაძლებლობა იქნება.“

„არ ვიცი, რას ვიქრობენ ლუკა მოდრიჩი და მადრიდის „რეალი“ ახალ კონტრაქტზე, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ლუკა შესანიშნავად გამოვა, როგორც 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ასევე 2022 წლის მსოფლიო თასზე.“

„ვხედავ, თუ არა „რეალის“ მთავარ მწვრთნელად რაულს? რა თქმა უნდა, დიახ! ესპანელი ფეხბურთელი შესანიშნავად იცნობს სამეფო კლუბს და იმ მოთხოვნებს, რომელიც ამ გუნდში არსებობს. ადრე თუ გვიან, ბლანკო აუცილებლად ჩაუდგება სამეფო კლუბს სათავეში.“ dle 10.1

  • Ramos
  • 7 დეკემბერი 2020
  • 1037
  • 4

1

7 დეკემბერი 2020 21:48

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
იოვიჩი აინტრახტში რა ჰალანდზე ნაკლები იყო? მარა რეალში ჩაიკარგა. წმენია დიდი როგორც რეალში ისე ბარსელონაში, ფაქტია აგერ იგივე ხამესი ავიღოღ, დემბელე ავიღოთ, კოუტინიო ავიღოთ, ისკო. ამ გუნდებში ვერ მოიკიდეს ფეხი რაც იმედები მყრდებოდა.

2

7 დეკემბერი 2020 21:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5280
საქართველო ესპანეთი კოსოვო შვედეთი საბერძნეთი 😫😫 ამაზე უარესს ვერც ინატრებ

3

7 დეკემბერი 2020 21:53

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32758
  • |
  • კომენტარები: 270
ციტატა: Johan Cruyff
იოვიჩი აინტრახტში რა ჰალანდზე ნაკლები იყო? მარა რეალში ჩაიკარგა. წმენია დიდი როგორც რეალში ისე ბარსელონაში, ფაქტია აგერ იგივე ხამესი ავიღოღ, დემბელე ავიღოთ, კოუტინიო ავიღოთ, ისკო. ამ გუნდებში ვერ მოიკიდეს ფეხი რაც იმედები მყრდებოდა.


იოვიჩი აინტრახტში ჰოლანდზე ნაკლები ნამდვილად იყო. რაც ამან ჩემპიონთა ლიგაზე და ბუნდესლიგAში ბურთები შეყარა, იოვიჩი მასეთი შედეგიანი არ იყო, თუმცა ისიც აუცილებლად სატქმელია, რომ ლუკა გერმანიაში დაფრინავდა
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

4

7 დეკემბერი 2020 22:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1821
ჰოლანდზე ნაკლები დღეს დღეობით ბევრი ტოპ თავდამსხმელია.
ჰოლანდი.ბუნდესლიგა 23 თამაშში 23 გოლი
იოვიჩი ბუნდესლიგა. 54 თამაშში 25 გოლი
ლიგაზე კიდე ჰოლანდს 16 გოლი აქვს უკვე თან სულ რაღაც 12 თამაში
-----------------------
Decimotercero

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)