Daily Mirror - ბრუნო ფერნანდეშით „რეალი“ და „ბარსელონა“ ინტერესდებიან

ბრიტანული გამოცემების ცნობით, ბრუნო ფერნანდეშზე პრეტენზიის გამოცხადებას „რეალი“ და „ბარსელონა“ აპირებენ.


ბრუნო „რეალის“ ორბიტაზე იქამდეც იყო, სანამ პორტუგალიელი მოთამაშე „მანჩესტერში“ გადავიდოდა, მაგრამ მაშინ ტრანსფერი ვერ შედგა.

უნდა აღინიშნოს, რომ სულშერის გუნდში ჩატარებულ 37 დაპირისპირებაში ბრუნომ უკვე 22 გოლის გატანა და 14 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, „იუნაიტედი“ „ბარსელონასგან“ და „რეალისგან“ საფრთხეს გრძნობს და აპირებს, რომ ფერნანდეშს ხელფასი გაუორმაგოს.

ამ ეტაპზე ბრუნოს შემოსავალი კვირაში 100 000 ევრო გახლავთ, ხელშეკრულების განახლების შემთხვევაში კი მისი შემოსავალი გაორმაგდება და კვირაში 200 000 ევროს მიაღწევს.

„ბარსელონაში“ საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, კანდიდატებს საკუთარი პროგრამები აქვთ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კატალონიაში ფერნანდეშთან დაკავშირებით სიმპატიები ყველა მხარეს არსებობს.

მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, ფერნანდეში „იუნაიტედში“ 2025 წლამდე უნდა დარჩეს, თუმცა ფაქტია, რომ რისკები უკვე არსებობს. მისი ფასი დღევანდელ დღეს უკვე 80 მილიონ ევროს აღწევს.

მხოლოდ მიმდინარე სეზონში ბრუნომ 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში, ის სულშერის გუნდის ჩატარებული მატჩების 90%-ში ძირითად შემადგენლობაში იყო. უფრო დეტალურად კი ჩემპიონთა ლიგაზე 349 წუთი გაატარა მოედანზე, პრემიერლიგაში 794, ხოლო EFL Cup-ზე 15 წუთი ირჯებოდა მწვანე მინდორზე. საერთო ჯამში პორტუგლაიელის ანგარიშზე 1155 წუთია. dle 10.1

  • Ramos
  • 7 დეკემბერი 2020
  • 914
  • 4

1

7 დეკემბერი 2020 01:53

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კარგი დღე იყო, სოსედადმაც ვერ მოიგო ვერც ვილიარეალმა. იმედია ატლე პირველ თამაშშს შემდეგ ტურში წააგებს ჩვენთან!

2

7 დეკემბერი 2020 02:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4886
ციტატა: Guti-MURTO1992
კარგი დღე იყო, სოსედადმაც ვერ მოიგო ვერც ვილიარეალმა. იმედია ატლე პირველ თამაშშს შემდეგ ტურში წააგებს ჩვენთან!

სოსიედადი და ვილიარეალი სუსტები იმიტომ არიან რომ სტაბილურობა და მაღალი კლასი აკლიათ, შესაბამისად, პირველ წრეში ყველა თამაშიც რომ მოიგონ, მეორეში მაინც ტრადიციულად ჩაისვრიან. არაა სანერვიულო მაგათი შედეგები.
რეალის ერთადერთი კონკურენტი ამ სეზონში ატლეა, რომელიც ძალიან კარგი დაცვითი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, სტაბილურად კარგია ამ სეზონში.

3

7 დეკემბერი 2020 02:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9020
მთავარია ჩვენ ვიყოჩაღოთ თორე ატლეტიკო უამრავ თამაშს ჩატეხავს

4

7 დეკემბერი 2020 12:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 775
შობოშლაი ბრუნო და ჰალანდს თუვიყიდით 2021 წლისთვის ავშენდებით

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (58)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)